დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ მოსაზრებებს ანტიბიოტიკების შემცვლელებზე და აცხადებს, რომ ბუნებაში ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა არ არსებობს, ხოლო მსგავსი ფრაზებით გავრცელებული ინფორმაცია ადამიანების მავნებლური შეცდომაში შეყვანაა.
ექიმი ხაზს უსვამს, რომ ბაქტერიული ინფექციებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორი ანტიბიოტიკის მიღებას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ხოლო ვირუსული ინფექციებისა და გაციების დროს მათი თვითნებური გამოყენება დაუშვებელია:
„🛑 ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა" ბუნებაში არ არსებობს
🛑 როდესაც ბაქტერიულ ინფექციაზეა საუბარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი ანტიბიოტიკის მიღება პროფესიონალი ექიმის დანიშნულებით
🛑 ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია - არ იქნას მიღებული ანტიბიოტიკი ვირუსული ინფექციის, გაციების თუ ბოდიში და ყველა „გაკუების“ დროს!
🛑 წინადადება - „ანტიბიოტიკის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა“ არის ადამიანების მავნებლური შეცდომაში შეყვანა.
მსგავსი ფსევდომეცნიერული რეკომენდაციების მოსმენა და ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია!“, - წერს ზაზა თელია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: