Digest Logo

„არ ისროლო ფოიერვერკი! - დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, „მოხრჩობის“ შეგრძნება“ - ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

1733573754
პიროტექნიკა

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და მოქალაქეებს იმ ზიანის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რაც ფოიერვერკებმა შესაძლოა მოუტანოს ადამიანებს.

„არ ისროლო ფოიერვერკი!

დღესასწაულების დროს გამოყენებული ფეიერვერკებით და პიროტექნიკით მიყენებული სხვადასხვა სახის ზიანი, ადამიანებსა თუ გარემოზე, დასტურდება სხვადასხვა დროს ჩატარებული მრავალი კვლევით.

აღნიშნული კვლევები კი ცხადყოფს, რომ პიროტექნიკის გამოყენებით ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება მეტალის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად, მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული.

დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ, როგორც ჯანმრთელ ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხრჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.

როგორ მოვიქცეთ, თუ აღმოჩნდით გარემოში, სადაც გამოყენებულ იქნა ნებისმიერი სახის ასაფეთქებელი საშუალება?

- მიიღეთ თქვენი ალერგიის საკონტროლო პრეპარატები!- შენობაში, ასაფეთქებელი საშუალებების შემთხვევით

გაშვების შემთხვევაში, გაანიავეთ ოთახი, ჩამოიბანეთ თვალები და სახე!

მოერიდეთ ფოიერვერკების ქვეშ დგომას!“  - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წელიწადის საუკეთესო სეზონი…ჩემი საშობაო გოგონა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ჯორჯინა უზკატეგუია?

⭕ „სადმე მოფარებულ ადგილზე ერთი მუჭა რკინის ფული დაყარეთ“ - როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2025 წელს?

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი