
„ხშირია როცა ჩვენ გვაქვს დანიშნული რამდენიმე მედიკამენტი, შეიძლება მოხდეს ისე, 2 და 3 პრეპარატი იყოს ერთდროულად დანიშნული და არაფრით არ შეიძლება მისი ერთდროულად მიღება“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი საუბრობს.
„თუ ადამიანი იღებს ომეპრაზოლის ჯგუფის ვიტამინებს, ამ დროს არ უნდა მიიღოს B 12 ვიტამინი, რადგან ის აფერხებს b 12 ვიტამინის შეწოვას, ასევე c ვიტამინი და b ვიტამინი თუ გაქვთ ერთად დანიშნული, c ვიტამინი უნდა მივიღოთ b ვიტამინის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ.
დიდი მნიშვნელობა აქვს წამლების შორის შუალედს და ეს აუცილებლად უნდა დაიცვათ შედეგის მისაღებად“, - ამბობს ქეთი ასათიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?