
კვებას წონის კლების პროცესში გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს — უფრო დიდი, ვიდრე თვითონ ვარჯიშს.
წონის დასაკლებად მთავარი პრინციპია:
- მოიხმარო ნაკლები კალორია, ვიდრე ხარჯავ.
- ეს ე.წ. კალორიული დეფიციტია.
თუ ბევრს ვარჯიშობ, მაგრამ ჭამ ზედმეტად კალორიულ საკვებს — ვერ დაიკლებ.
კვების მნიშვნელობაზე ფიტნესპერსონალურ მწვრთნელმა, ნუტრიციონისტმა ნინო ჩერქეზიშვილმა (ჩერი) პოდკასტ - kotcast1-ში ისაუბრა:
„წონის კლებისთვის აუცილებელია კვება. კვება ჩვენი საწვავია, ამიტომ ის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ის ყველა ორგანოს მკვებავია.
ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ 80/20 -ზე მაინც იყოს შენს ცხოვრებაში ჯანსაღი. დღის განმავლობაში 3-ჯერ რომ ჭამოს სხეულმა, არ არსებობს, რომ ღამე მიასკდე მერე.
მე არ ვენდობი ადამიანს, რომელიც აშიმშილებს ქალებს. არცერთი ქალი არ არის შიმშილის ღირსი.
რაც შეეხება დანამატებს, მე არავის ვეუბნები, რომ უნდა დალიოს, პირველ რიგში ფუნდამენტი არის კვება. საკვების ხარჯზე არ უნდა იყოს დანამატი, ეს დარღვევაა.
ქალზე არ მუშაობს 18 საათიანი დიეტა, კაცზე კიდევ მუშაობს წონის კლების ამბებში“, - ამბობს ნინო ჩერქეზიშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ჭაჭუა ზაფხულის ცხელ დღეებს აუზზე ატარებს - მოცეკვავე პიკანტურ კადრებს გვიზიარებს