Digest Logo

„არავინ დაგაჯეროთ, რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები“ - ექიმის რჩევები!

1767467700
მედიკამენტები

ექიმი ჯაბა ზარქუა სოციალური ქსელის საშუალებით იმ ტრადიციად ქცეულ ჩვევას ეხმაურება, რომლითაც საქართველოში, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ გადატვირთულ და გაღიზიანებულ კუჭ-ნაწლავს მკურნალობენ.

ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს არ დაუჯერონ გახშირებულ რეკლამებს ფერმენტების, პრობიოტიკების, ანტისპაზმოდიკებისადა სხვა პრეპარატების აუცილებლობის თაობაზე და რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

„მეგობრებო, ზუსტად ვიცი რომ ამ დღეებში ტელევიზიები აივსება მედიკამენტების რეკლამებით და ამიტომ წინმსწრებად გეტყვით: შემთხვევით არავინ დაგაჯეროთ რომ ახალ წელს გაკლიათ ფერმენტები, პრობიოტიკები, ანტისპაზმოდიკები, მჟავიანობის წამლები და ათასი მსგავსი რამ. ეს ყველაფერი აკლია ამ მედიკამენტების გაყიდვების დეპარტამენტის ბოსებს.

გული მიკვდება რაღაცნაირი წმინდა ქართული ტრადიციასავით რომ ყალიბდება საახალწლო სუფრასთან აუცილებელი წამლების მენიუ ჯანმრთელი ადამიანებისათვის. ამდენ პანკრეასის ენზიმს საერთოდ სადმე თუ მოიხმარენ ჯანმრთელი ადამიანები, არ ვიცი.

დისკომფორტს არ უნდა ტონა წამალი. ამ დროს უფრო უსაფრთხო ქცევა შემდეგია - თუ არასწორი ქცევით გამოწვეული დისკომფორტი გადასწონის ამ ქცევით მიღებულ ბენეფიტებს, დროა ქცევა შევცვალოთ. ასაკის მატებასთან ერთად ალკოჰოლის და ზედმეტად ცხიმიანი საკვების შემცირება თუ მოგვიწევს, არაა ტრაგედია, ამით ჩვენი ადამიანობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ხოლო თუ დისკომფორტი არაა უფრო მეტი, ვიდრე ბენეფიტი, მაშინ შეხედეთ მას როგორც სიამოვნების მიღებისას გადახდილ აუცილებელ ხარკს, ბევრი წყალი დალიეთ, ცოტა ადროვეთ და გაივლის,“- წერს ჯაბა ზარქუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ისტორიული მინუსი - როდის დაფიქსირდა ყველაზე ძლიერი ყინვა საქართველოში

⭕რატომ ეწოდება იანვრის სავსე მთვარეს მგლის მთვარე, რისი გაკეთება რეკომენდებული და ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕„სამყარო თითქოს ყველაფერს ხედავს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, ტრადიციული მეთოდები აღარ მუშაობს - ახალი იდეებია საჭირო“ - რას წერს გია მურღულია