ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გაციებასთან ბრძოლის გზებზე საუბრობს.
როგორც გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, გაციების ნიშნებისას პირველ რიგში, უნდა დავიბანოთ ხელები. გიორგი ღოღობერიძე ასევე ასახელებს მარტივ მედიკამენტებს, რომელთაც ვირუსული ინფექციების შეჩერება შეუძლიათ:
„გაციება ცნობილია სახელწოდებით მწვავე ინფექციური ნაზო-ფარინგიტი. ანუ ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ხდება ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსის ანთება. მას იწვევს 200-ზე მეტი ვირუსი. თუმცა ყველაზე მეტად მას იწვევს ცხვირის ანუ რენო-ვირუსი. თუ ისეთ ადამიანს შეხვდი, რომელიც გაციებულია მასთან გქონდა კონტაქტი, შენზე ამ გაციების ნიშნები ორ დღეში გამოვლინდება. ახლავს სურდო, ცხვირით ვეღარ სუნთქავ, გარდა ამისა გტკივა ყელი და ხმაც შეცვლილი გაქვს. შესაძლოა, გქონდეს ხველა და ცემინება.
როგორ ებრძოლო გაციებას?
ხელის დაბანა არის ძალიან კარგი საშუალება გაციების წინააღმდეგ. თუ ამან არ გიშველა დაიმახსოვრე ეს ორი მედიკამენტი: იბუპროფენი და პარაცეტამოლი. გამოიყენე პირველ რიგში იბუპროფენი, რადგან პარაცეტამოლის ეფექტი გაციების დროს ჩვენთვის დიდად ცნობილი არ არის.
არ გამოიყენო ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. რადგან ფულს ტყუილად დახარჯავ, ეს ხველა კი უსაშველოდ დიდხანს არ გრძელდება. გრძელდება დაახლოებით 7-10 დღე. არ გადაყარო ფული ხველის საწინააღმდეგო საშუალებებში. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ბავშვებთან.
სურდოსთან დაკავშირებით თუთია მუშაობს ძალიან კარგად. თუთიის აცეტატი ან გლუკონატი გამოიყენეთ. თუ გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ რამდენიმე საათში მიიღებ თუთიას, შემცირდება დაავადების რისკი მესამედით. შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა ორი დღით, შესაძლოა აღარც დაგჭირდეს სხვა მედიკამენტების გამოყენება.
არ დალიო ანტიბიოტიკები გაციების დროს. მათ გაციების დროს მოაქვთ მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი“, - აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნანის ჩრდილქვეშ ყოფნა რთულია...“ - ეკა მამალაძე პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე