Digest Logo

„არის თუ არა საშიში ხშირი ექოსკოპია? პასუხი უცვლელია...“ - ექიმ რადიოლოგის განმარტება

1695925299
ექიმიექიმიექიმი

ექიმი რადიოლოგი ლანა ეზიეშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ხშირად დასმულ შეკითხვაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა ულტრაბგერითი ექოსკოპია ორსული ქალბატონებისთვის, პასუხობს:

„ხშირად კითხულობთ არის თუ არა საშიში ხშირი ექოსკოპია? პასუხი უცვლელია:

ექოსკოპია არის ბგერა და არის უსაფრთხო და შეუცვლელი ორსულისთვის რადგან არ გვაქვს კავშირი გამოსხივებასთან!

პირველად სწორედ, რომ დელფინებში აღმოაჩინეს ეს ხმოვანი ტალღები, რომლითაც წყალქვეშ დელფინები ერთმანეთს ბგერების საშუალებით სიგნალებს უგზავნიდნენ ....

მოგეხსენებათ რომ ბავშვი დედის მუცელში არის წყალში და წყალში ჩვეულებრივი ხმოვანი ბგერა არ ვრცელდება
და სწორედ ულტრაბგერა არის ის ხმოვანი ტალღა, რომელიც გადის წყალში და უკან გვიბრუნდება - კომპიუტერის საშუალებით კი ვიღებთ იმ გამოსახულებას რომელსაც ჩვენ ექოსკოპიას - იგივე ექოს ან ულტრაბგერას ვუწოდებთ“, - წერს ლანა ეზიეშვილი ექიმი რადიოლოგი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „5 წელია, რაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ. საუკეთესო ადამიანია, ლიზასაც ძალიან უყვარს“ - თამთა ჭელიძე პირადსა და კარიერაზე

🔵 „ჩვენში სასკოლო დისციპლინა და წესრიგი ძალიან მოიკოჭლებს“ - გია მურღულია

🔵 პირველადი დახმარება ცოფისა და ნაკბენის დროს - არჩილ მარშანიას რჩევები