ყბა-სახის ქირურგმა, იმპლანტოლოგმა, პროფესორმა მამუკა გოგიბერიძემ გადაცემა „პირად ექიმი“ ყბის ძვლის დაზიანებასა და კბილის მოტეხილობაზე ისაუბრა.
„ყბების ტრავმული დაზიანება დღევანდელობაში ძალიან ხშირია. ეს მომდინარეობს, როგორც სპორტული, ისე საყოფაცხოვრებო საწარმოო, ავტოსაგზაო, სატრანსპორტო შემთხვევებიდან გამომდინარე. ტრავმა ზოგადად გამოწვეულია უცხო აგენტის ზემოქმედებით. ეს აგენტი განაპირობებს დაზიანების ხარისხსაც. მაგალითად როდესაც დაცემა ხდება ადამიანის, ასეთ შემთხვევაში ძირითადად ზიანდება სახის არზიდული ნაწილები, ცხვირი ნიკაპი იღებს ტრავმას წარბის რკალები. კბილების ტრავმულ დაზიანებას ხშირად ახლავს ყბის ძვლების დაზიანებაც. მიუხედავად იმისა, რომ სახის ძვლები არის ბრტყელი და მათ აქვთ საკმაოდ მტკიცე კორტიკალური ფირფიტა. როგორც გარე ისე შიდა, ამის მიუხედავად მაინც გააჩნია დამაზიანებელი ფაქტორი.
ქვედა ყბის მოტეხილობის შემთხვევაში შესაძლოა არ მოხდეს განსაკუთრებული დაზიანება, დავუშვათ ისეთი რომ იყოს საყურადღებო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი. იმიტომ, რომ ქვედა ყბა არ არის მყარად ფიქსირებული ქალას ძვლებზე. მისი ფიქსაცია სამ წერტილშია ანატომიურად. ორი ეს გახლავთ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი და მესამე კბილთა რკალი.
რაც შეეხება ზედა ყბებს - ზედა ყბები არის მყარად ფიქსირებული ქალას ძვლებთან. როდესაც დამაზიანებელი ფაქტორი არის აგრესიული ჩვენ შესაძლებელია საქმე გვქონდეს შერწყმულ ტრავმასთან. რა დროსაც არა მარტო სახის ძვლების, არამედ ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს თავის ტვინის დაზიანება ხდება.
გააჩნია თავის ტვინის დაზიანების ხარისხსაც, იმიტომ, რომ იქ შესაძლოა იყოს თავის ტვინის დაჟეჟილობა კონტუზია, ჰემატომა. ასევე შესაძლოა იყოს ქალას ძვლების მოტეხილობაც ტრავმა ამ დროს უკვე არის კომბინირებული. სახის ძვლებთან ერთად იქ უკვე ჩართულია ზედა ყბის მოტეხილობაც, ამ დროს შესაძლოა მოტეხილი იყოს ცხვირის ძვლებიც, ყვრიმალის ძვლებიც, შუბლის ძვალი, საფეთქლის ძვალი.
ძირითადად ასეთი დაზიანებები, ავტოსაგზაო შემთხვევების და სიმაღლიდან ვარდნის დროს ხდება.
ეს ყველაფერი სიტუაციას ართულებს და ხდება დაუყოვნებელი ჩარევა, ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი სტაციონარში. უნდა მოხდეს მისი მკურნალობის მართვა. ასევე ნეიროქირურგის ინტენსიური თერაპევტის, რეანიმატოლოგის და ასეთი სპეციალისტების მიერ“, - ჰყვება მამუკა გოგიბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორ მოხვდა ტრისტან სარალიძე „სიყვარული ყველას უნდაში“ და რატომ გაიპარა იგი რუსთაველის თეატრიდან?