
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და კონსერვებში ასპირინის გამოყენების შესახებ საუბრობს.
„ხალხს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ასპირინი პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს, მაგრამ ეს ასე არ არის და თან, საშიშია.
ასპირინი არის მედიკამენტი, რომლის საკვებში გამოყენებაც აკრძალულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
პირველი მიზეზი, რისთვისაც არ შეიძლება კონსერვებში ასპირინი გამოყენება არის დოზა, რადგან ვერ კონტროლდება, რა რაოდენობის უნდა გამოიყენოთ.
მეორე, ეს არის მთავარი საფრთხე რაც არის კონსერვებში ბოტულიზმი, ასპირინი ვერ გიცავს მისგან.
ასევე მისმა გამოყენებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია და სხვა გვერდითი მოვლენები“, - ამბობს ირაკლი არაბული.
მისი თქმით, ასპირინის ნაცვლად შეგიძლიათ კონსერვში გამოვიყენოთ ლიმონმჟავა ან ძმარმჟავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ფოტოა, ღმერთო მადლობა“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
⭕შორენა ბეგაშვილის ვოიაჟი თურქეთში გრძელდება - „განუმეორებელი გოგო ხარ“