
✅ მე ავიყვანე სამსახურში ჩემი მეგობარი/ახლობელი?!
✅ სამსახურში დავმეგობრდით და ერთ-ერთი ჩვენგანი დაწინაურდა?!
✅ დავუმეგობრდე თუ არა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელს?!
✅ რა უნდა გავაკეთოთ პრაქტიკულად?!
აღნიშნულ საკითხებზე „ფლო მასტერის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა „იუთუბის არხზე“ საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„მეგობრობის უფროსობის სირთულეები და თანამშრომლებთან დამეგობრების მიზანშეწონილობის შესახებ უამრავი შეკითხვა ისმება.
1. ავიყვანოთ თუ არა სამსახურში მეგობარი? - მეგობრობა მნიშვნელოვანია და არ გვინდა ეს გაფუჭდეს, მეორე მხრივ გვესმის, რომ საქმეც არ უნდა გაფუჭდეს. თანამშრომელი თუ შენი მეგობარია, ეს ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ იყოს ნდობა, მონდომება, გახსნილი კომუნიკაცია და სიკეთეები აქვს ამ ყველაფერს ცალსახაა, მაგრამ რისკებიც არის. თუ გაგიჭირდებათ მისი გაშვება, სჯობს საერთოდ არ უნდა ავიყვანოთ. გასაშვები სამსახურიდან, ყოველთვის იქნება ადამიანი და ეს არ არის ტრაგედია, ეს არის პროფესიული თანხვედრა და გაყრაც.
2. მეგობრები ვიყავით და შემდეგ ერთი დააწინაურეს?! - იტყვის ადამიანი, როგორ ვეუფროსო ადამიანს, რომელთანაც ვიყავი ადრე ჩვეულებრივი თანამშრომელი. მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ ამ ჩვევის შეცვლას დრო სჭირდება და ადვილი არ იქნება. მთავარია გახსნილი კომუნიკაცია. დაუმეგობრდით თანამშრომელს, ოღონდ ეს თუ არ შეგიშლით ხელს მოვალეობების განაწილებასა და შესრულებაში. მთავარია, ნუ გექნებათ გადაჭარბებული მოლოდინი ამ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მომსვლელი მოვა, წამსვლელი უნდა წავიდეს. იცოდეთ, რომ „კურილკაში“ მაინც აგკენწლავენ, ნებისმიერი მიზეზით და მაგაზე არ ინერვიულოთ.“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო:
მსგავსი თემა:
🎥 „თუ გინდა რომ პატივს გცემდნენ, მოეშვი ამ ჩვევებს“ - ალექსანდრე ჯეჯელავას რჩევები საზოგადოებას!