ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ გაგოშიძე სტუმრად პოდკასტში „მამების დრო“ იმყოფებოდა, სადაც ბავშვებისთვის მამის როლზე ისაუბრა.
სპეციალისტმა დახატა სურათი, როგორი უნდა იყოს საუკეთესო მამა და რა პასუხისმგებლობა აქვს შვილის ცხოვრებაში მას:
„მამის და დედის როლი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია ვიყოთ იდეალურები. ეს მარტო დაგვაზიანებს ჩვენ და ჩვენ შვილებსაც. თავის დროზე ვინიკოტმა დედებს უთხრა: საკმარისია იყოთ საკმარისზე კარგი მშობლები. კარგი მშობელი არის ძალიან კარგი მშობელი. არ აქვს პრეტენზია იდეალურობის და არც თავი შვილებს სთხოვენ ამას. რეალისტურად უყურებენ, იმას რაშიც ცხოვრობენ.
დღევანდელობაში არის ძალიან დიდი პრობლემა რეალიზმის, რადგან ვირტუალური სამყარო ახლა მოდაშია, სოცქსელები და ა.შ.
საკმარისად კარგი მამა არის ის, ვინც არ იჭრება კონკრეტულ საქმეებში. დღეს მხარდაჭერის პრობლემა ძალიან დიდია. ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა კი არ არის, თვითშეფასების განვითარებისთვის აუცილებელი მხარდაჭერა. როცა მამა გეტყვის კი გაქვს ეს პრობლემა, მაგრამ შეგიძლია კიდევ ერთხელ სცადო ან თუ ვერ მოახერხებ მე მომმართო, ეს რის კარგი საქციელი.
ყველაფერში რომ მამა აქტიურად არის ჩართული არც ეს არის სასიამოვნო, ძალიან გაუცხოებული მამაც პრობლემაა. ჩვენ გვჭირდება ამ ორს შორის შუალედი დავიჭიროთ. ბავშვებთან ურთიერთობაში მხარდაჭერა არის მთავარი. იმასთან დაკავშირებით, როგორ ვახერხებ დაბრკოლების გადალახვას. მეშინია თუ არა ცვლილებების.
ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი მოწყვლადობა იმისა, ვაიმე რას გავაკეთებ, რას იტყვიან და ა.შ თვით ეფექტური პიროვნება ჩაიხედავს სარკეში, დაინახავს თავის მინუსებს და ამ მინუსებისგან გული არ წაუვა. ასევე ეცდება ეს მინუსები მოსპოს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ გადავაკეთებთ თავებს ან შვილებს.
საკმარისად კარგი მამა მგონია ისეთი მამა, რომელსაც შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში ემოციურად მხარი დაუჭიროს შვილს, როდესაც ბავშვს აკლია თვითდაჯერებულობა, ეშინია. როცა მამა აქ სწორი რეპლიკით ეხმარება ბავშვს ეს არის გადამწყვეტი, როგორც ბიჭის, ასევე გოგონას შემთხვევაში“, - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვბიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„შეგიძლია ჩაიცვა კაბა, რომელიც მილიონები ღირს, მაგრამ...“ - კოკო შანელის მთავარი შეგონება ქალებს