Digest Logo

„ბავშვის ფიზიკური დასჯა არის თუ არა მავნებელი?“ - ზაზა თელია კვლევის შედეგებზე

1694615062
ზაზა თელია

„რა შედეგს მოუტანს მშობელს ბავშვის დასჯა და არის თუ არა ის მავნებელი დროთა განმავლობაში?“ - ამ საკითხებზე ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.

დასკვნა - 7 მთავარი შედეგი:

1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში

2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ

3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას

4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)

5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)

6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში

7. არსებობს მტკიცებულება "დოზა-რეაგირების" ურთიერთქმედებაზე

აქედან გამომდინარე ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია“,- წერს ექიმი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 შოვში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი იდენტიფიცირებულია - ის ზაზა მესხის ოჯახი წევრია

🔵 ბაბი კირკიტაძე კლინიკაში მოხვდა - რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი