Digest Logo

🎥 „ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია და მათ ბავშვის წინაშე იმდენი ზრდილობაც კი არ აქვთ, რომ მისი თანდასწრებით არ იჩხუბონ“ - ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია

1770318503
ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია

ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია გადაცემაში "ჩვენი ოჯახი” საუბრობს იმ ძირითად მოთხოვნილებებზე, რომლებიც 3 წლამდე ასაკის ბავშვს აქვს.

იგი ასევე გადაცემაში საუბრობს თუ რა გავლენას ახდენს მშობლების ჩხუბი ბავშვების ფსიქიკაზე.

„3 წლამდე ბავშვს 3 ძირითადი მოთხოვნილება აქვს:

პირველი, ეს დაცულობის მოთხოვნილებაა. მეორე დედასთან სიახლოვის მოთხოვნილებაა. მესამე კი მოძრაობისა და აქტიურობის მოთხოვნილებაა. ბავშვს უფრო ხშირად არც ერთი ეს მოთხოვნილება არ უკმაყოფილდება. ესე იგი, ძირეული, სასიცოცხლო მოთხოვნილებები არ უკმაყოფილდება.

დაცულობა არ უკმაყოფილდება იმიტომ, რომ ბავშვს უჯავრდებიან ხოლმე, ეს გაჯავრება ყოვლად უაზროა. გაჯავრებით ვერაფერს გამოასწორებ. 

ბავშვისთვის უფროსების ჩხუბი თავზარდამცემია. უფროსებს ბავშვის წინაშე იმდენი ზრდილობაც კი არ აქვთ, რომ მისი თანდასწრებით არ იჩხუბონ. 

ბავშვი ამ დროს თავს დაუცველად გრძნობს და ზოგჯერ ამ დროს, საკუთარ თავს ადანაშაულებს. მერე ეს რჩება გონებაში“, - ამბობს  ზურაბ ვახანია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თებერვალი ლითონის ვეფხვის თვეა, თვის თილისმა მანდარინია -„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი დროის ფუჭად კარგვა იქნება“ - ფენშუის სპეციალისტის რჩევები

⭕„შეუდარებელი გოგო“ - თაკო ჩორგოლაშვილის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

⭕„სიყვარული არ ნიშნავს ალტერნატივების ძიებას, ეს არჩევანია“ - ნათია ზარანდია