Digest Logo

„ბლოკავს იმ ქიმიურ პროცესებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებას იწვევს“ - რა უნდა იცოდეთ ჯანჯაფილი, სამკურნალო თვისებებზე

1779461313
ჯანჯაფილი, როგორც მკურნალი

ჯანჯაფილი იგივე კოჭა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტრადიციულ მედიცინაში. 

ჯანჯაფილის ძირითადი სამკურნალო თვისებებია:

1. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა – ჯანჯაფილი ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა კუჭ-ნაწლავის პრობლემებისთვის.

*  გულისრევის წინააღმდეგ: ეფექტურია ტოქსიკოზის, მგზავრობისას გულისრევის (ზღვის დაავადება) და ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდისთვის;

*  მონელების სტიმულირება: ის აჩქარებს კუჭის დაცლას, რაც ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობასა და დისკომფორტს საკვების მიღების შემდეგ.

2. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – ჯანჯაფილი ბლოკავს იმ ქიმიურ პროცესებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებას იწვევს.

*  სახსრების ჯანმრთელობა: კვლევები აჩვენებს, რომ ჯანჯაფილი ამცირებს ტკივილს ოსტეოართრიტის დროს და აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას;

*  კუნთების ტკივილი: ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ჯანჯაფილის მიღება ეხმარება კუნთებს უფრო სწრაფ აღდგენაში.

3. იმუნიტეტის გაძლიერება და ვირუსებთან ბრძოლა – ჯანჯაფილს აქვს გამათბობელი ეფექტი, რაც ორგანიზმს ოფლის გამოყოფაში ეხმარება, ეს კი სასარგებლოა გაციებისას.

*  ანტიბაქტერიული თვისებები: ის ეფექტურია პირის ღრუს ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ღრძილების ანთებას (გინგივიტს);

*  ყელის ტკივილი: ჯანჯაფილის ჩაი თაფლთან და ლიმონთან ერთად კლავს ბაქტერიებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს.

4. გულ-სისხლძარღვთა სისტემა და მეტაბოლიზმი – თანამედროვე კვლევები მიუთითებს ჯანჯაფილის როლზე სისხლის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში

*  შაქრის დონის რეგულირება: მას შეუძლია სისხლში გლუკოზის დონის შემცირება და ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.

*  ქოლესტერინი: ჯანჯაფილი ხელს უწყობს „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) დონის დაწევას, რაც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან.

როგორ გამოვიყენოთ სამკურნალოდ?

საუკეთესო შედეგისთვის სასურველია, ნედლი ჯანჯაფილის გამოყენება:

ნაყენი – დაჭერით 2-3 სანტიმეტრის ზომაზე, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთი.

კომპრესი – გახეხილი ჯანჯაფილი შეგიძლიათ, გამოიყენოთ სახსრების ტკივილის დროს (გათბობის ეფექტისთვის).

იმუნიტეტის გამაძლიერებელი „ვიტამინების ბომბის“ მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები: დაახლოებით, 100-120 გრამი ჯანჯაფილი (საშუალო ზომის ფესვი), 2 ცალი საშუალო ზომის ლიმონი, 200-250 გრამი ნატურალური თაფლი. სურვილისამებრ – მწიკვი კურკუმა.

მომზადების წესი: ჯანჯაფილი კარგად გარეცხეთ და გათალეთ. გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დაჭერით პატარა ნაჭრებად. ლიმონი გარეცხეთ ცხელი წყლით, რადგან კანიანად უნდა გამოვიყენოთ. დაჭერით, მოაცილეთ კურკები და ჯანჯაფილთან ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ მასას დაუმატეთ თაფლი (და კურკუმა, თუ იყენებთ) და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ სუფთა შუშის ქილაში და მოათავსეთ მაცივარში.

გამოყენების წესი:

*  პროფილაქტიკისთვის – მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

*  გაციების ნიშნების დროს: 1 სადილის კოვზი გახსენით ჭიქა თბილ (არა ცხელ) წყალში და დალიეთ დღეში 2-3-ჯერ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავიდან ძალიან გამიჭირდა, სულ საჭმელები მესიზმრებოდა“ - რას ჰყვება ბორის ბედია დაკლებულ კილოგრამებზე

⭕„დღეს გაკეთებული არჩევანი მომდევნო 6.5 წელს განსაზღვრავს“ - 22 მაისს მზისა და ურანის შეერთება მოხდა: ასტროპროგნოზი ნინა ხომერიკისგან

⭕  ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელიაზე: შრომას თუ გააგრძელებს, „ოქროს ბურთს“ დაიმსახურებს

წყარო: tbiliselebi.ge