Digest Logo

🎥 ბუასილი, ქრონიკული შეკრულობა, კვანძები და უხერხული პრობლემები - როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

1709732436
ექიმები

კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა ჯანმრთელობასთან მიმართებაში და შესაბამისად საზოგადოებისგან მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია. 

ქირურგ-პროქტოლოგი, ერეკლე გრატიაშვილი გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებზე, კერძოდ, ქრონიკულ შეკრულობასა და ბუასილზე საუბრობს.

მისი თქმით, საუკეთესოა ნორმა, როცა გაღვიძებიდან მინიმუმ ერთ საათში მოქმედებს კუჭ-ნაწლავი. ერეკლე გრატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში უსისტემოდ და მასიურად იღებს საფაღარათე საშუალებებს რაც არასწორია.

გრატიაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება დამოკიდებულებას იწვევს.

„კუჭის მოქმედების საუკეთესო დრო გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაშია.

გააჩნია ორგანიზმს, ასევე კარგია როცა ყოველ დღე მოქმედებს არ აქვს დროს მნიშვნელობა. არსებობენ ადამიანები რომელთაც 48 საათიც იტანენ უმოქმედობას.

ეს საშიში არ არის, თუ ადამიანს ასეთი მდგომარეობა დისკომფორტს არ უქმნის. ხშირია შემთხვევები როდესაც მოქალაქეები თავად მიმართავენ მკურნალობის ხერხებს.

ისინი ქრონიკულად სვამენ სხვა და სხვა პრეპარატებს და დამოკიდებულები ხდებიან.

ზოგიერთი მედიკამენტი მცენარეულია, თუმცა ის მაინც იწვევს ხშირი გამოყენების შემთხვევაში უკუჩვენებებს რასაც უარყოფით შედეგამდე მივყავართ“, - აღნიშნავს ერეკლე გრატიაშვილი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს, ნახეთ სიუჟეტში ვრცლად 👇

გრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 10 მარტის ახალი მთვარე ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებებსა და სიახლეებს მოუტანს

„მეგობრის „ექაუნთში“ უპაროლოდ, დაბრკოლების გარეშე შევედი... სერიოზული ხარვეზი გაიპარა, რამდენად მასშტაბურია, ჯერ არ ვიცით“ - რას წერს მინდია გაბაძე