ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი, მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, 10 მარტს ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს.
ნოდიკომ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი ვიდეოკლიპი, სახელად „იქნებ მიყვარხარ“ გამოუშვა, რომელიც ამერიკაშია გადაღებული და საზოგადოებისგან სიყვარული უკვე დაიმსახურა.
ამჯერად მომღერალი „ფეისბუკის“ პირდაპირი ეთერით მაყურებელს მიმართავს და სოლო კონცერტის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
„განსაკუთრებულად მიყვარს ეს დარბაზი, 10 მარტს ფილარმონიაში ჩემი კონცერტი გაიმართება.
აქ პირველად ვიმღერე როცა 6 წლის ვიყავი, მას შემდეგ არის ჩემი ყველაზე საყვარელი დარბაზი, ვიმღერებ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერებს.
ვღელავ, თუმცა ღელვაზე უფრო მეტად, ბედნიერი ვარ“,- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: