დედის რძე ახალშობილისთვის საუკეთესო და ბუნებრივი საკვებია, რომელიც ბავშვს არა მხოლოდ სრულფასოვან კვებას, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ჯანსაღ განვითარებასაც უწყობს ხელს. მიუხედავად ამისა, ძუძუთი კვებასთან დაკავშირებით დღემდე არაერთი მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს.
ძუძუთი კვების შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ბელა დეკანოზიშვილი გვიზიარებს:
„🔹დაბადებიდან პირველი ძუძუთი კვება ოქროს საათია ⏰
🔹ახალშობილის დაბადებიდან პირველი საათი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯადოსნური პერიოდია. ამ დროს ბავშვის ძუძუთან მიტანა და კანით-კანზე კონტაქტი (skin-to-skin) არა მხოლოდ რეკომენდებულია, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც დადასტურებულია, რომ უზარმაზარ სარგებელს იძლევა.
🔹ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და UNICEF მკაფიოდ ურჩევენ: დაბადებიდან პირველ საათში დაიწყოს ძუძუთი კვება.
🔹რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?
• ხსენი (კოლოსტრუმი) პირველი რძე, რომელსაც „თხევად ოქროსაც“ უწოდებენ.
🔹ის მდიდარია ანტისხეულებით და იცავს ბავშვს ინფექციებისგან.
• ხელს უწყობს ბავშვის სხეულის ტემპერატურის, გულისცემისა და სუნთქვის სტაბილიზაციას.
• ამცირებს ახალშობილთა სიკვდილიანობის რისკს.
• აძლიერებს დედა-შვილის ემოციურ კავშირს.
• ხელს უწყობს რძის წარმოების სწრაფ და წარმატებულ დაწყებას.
• ამცირებს დედის სისხლდენას მშობიარობის შემდეგ.
🔹ბავშვი დაბადებიდან პირველ საათში, როგორც წესი, განსაკუთრებით ფხიზელია და ინსტინქტურად ეძებს ძუძუს. ამიტომ, თუ შესაძლებელია, მშობიარობის შემდეგ ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა მოათავსონ დედის შიშველ მკერდზე და მიეცეს საშუალება, თავად დაიწყოს ძუძუს ძებნა და კვება.
🔹ეს არის არა მხოლოდ კვება , ეს არის ბავშვის პირველი „ვაქცინა“, სითბო, უსაფრთხოება და სიყვარული ერთდროულად.
🔹თუ მშობიარობის შემდეგ ეს შესაძლებლობა გქონდათ, გააზიარეთ თქვენი გამოცდილება.
🔹თუ ჯერ კიდევ ელოდებით პატარას , იცოდეთ, რომ ამ ოქროს საათის მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია. ძუძუთი კვება საუკეთესო დასაწყისია“, - წერს ბელა დეკანოზიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყოველი დასასრული ახალი შანსია...“ - 5 აგვისტოს პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით