Digest Logo

„გახსოვდეთ, რომ სინდისი ის ხმაა, რომელიც მაშინაც კი არ ჩუმდება, როდესაც მთელი სამყარო ტაშს გიკრავთ!“ - გიორგი ლობჯანიძე

1785914420
გიორგი ლობჯანიძე

ცხოვრებისეული სიბრძნე ხშირად რამდენიმე მარტივ ფრაზაში იმალება. სიტყვები, რომლებიც გვახსენებს სინდისის, ღირსების, სიყვარულისა და გამოცდილების ნამდვილ ფასს, სოციალური ქსელების მომხმარებლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. სწორედ ასეთ გამორჩეულ გზავნილს სოციალურ ქსელში გვიზიარებს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე:

„გახსოვდეთ, რომ სინდისი ის ხმაა, რომელიც მაშინაც კი არ ჩუმდება, როდესაც მთელი სამყარო ტაშს გიკრავთ!

ფული შეიძლება დაკარგო და დაიბრუნო კიდეც, მაგრამ ღირსება ყველაზე ძვირად ფასობს.

ცხოვრება კითხვებს არ ამთავრებს. მხოლოდ გვასწავლის როგორ ვიპოვოთ პასუხები.

ყველაზე გრძელი გზა ისაა, რომელსაც საკუთარ თავამდე მივყავართ.

დრო არასდროს გვტოვებს, თუმცა გვასწავლის ვინ და რა დავტოვოთ ჩვენ.

სიყვარული მხოლოდ გულწრფელობას ითხოვს და არა სრულყოფილებას.

ცხოვრებაში მარცხი კარს ხურავს, მაგრამ გამოცდილებას ტოვებს.

და ბოლოს ყოველთვის იცოდეთ: სიბრძნე ცოდნაზე მეტია!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ჰოროსკოპი 2026 წლის 12-28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან ავირიდოთ

⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები

⭕ „ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი