Digest Logo

„დაღლილი და დატანჯული დედა საშიშია... გოგონები იწყებენ დედის ქცევის „კოპირებას“ და მათთვის სრულიად ნორმალური ხდება უბედურად ყოფნა“ - რას წერს ფსიქოლოგი

1720706591
ინგა სიჭინავა

ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მნიშვნელოვან მოსაზრებებს უზიარებს.

როგორც თავად წერს, დაღლილი და დატანჯული დედა საშიშია, რადგან ასეთი დედის გაზრდილი ბავშვი თავს არასრულფასოვნად და არასაკმარისად აღიქვამს.

„დაღლილი და დატანჯული დედა, საშიში დედაა. ასეთი დედის მიერ გაზრდილი ბავშვი თავს არასრულფასოვნად და არასაკმარისად აღიქვამს.

გოგონები იწყებენ დედის ქცევის „კოპირებას“ და მათთვის სრულიად ნორმალური ხდება უბედურად ყოფნა, ბიჭი გაუცნობიერებლად ეძებს დედის მსგავსს და თუ შემთხვევით აქტიური და მხიარული ადამიანი უყვარდება, კონფლიქტშია მასთან, ვინაიდან ის საერთოდ არ ჯდება მის მოდელში.

დედა არის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ყველას ცხოვრებაში, ამიტომ, არცერთ დედას არ აქვს უფლება არ იზრუნოს საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. რა უნდა ქნას დედამ, რომ მისი შვილის ცხოვრება არ წარიმართოს ნეგატიური სცენარის მიხედვით?

პირველ რიგში დრო დაუთმოს საკუთარ თავს, ადგეს იმაზე ადრე ვიდრე იღვიძებს ოჯახი, ისიამოვნოს საკუთარ თავთან შეხვედრით, მოუწყოს თავის თავს პატარ-პატარა სიამოვნებები, აი ამის მერე მას უკვე ექნება სურვილი ყურადღება მიაქციოს სიამოვნებით საკუთარ ოჯახის წევრებს“, - წერს ინგა სიჭინავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - როგორია აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „გადამრია სვანებმა და სვანეთმა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გივიკო დიდია

🎥 ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ გიორგი გველესიანს და მის მეუღლეს უმასპინძლა - რა კადრებს აქვეყნებს ნონა გაფრინდაშვილი