ფსიქოლოგი და ეზოტერიკოსი, ტაროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში სტატიას გვიზიარებს, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ზურგის ტკივილს.
ჯანდიერი, ზურგის ტკივილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას ასახელებს:
„დღეს განვიხილავთ, ზურგის ტკივილს, როგორც შენიღბულ ტვირთებს და პასუხისმგებლობის გადაჭარბების ნიშანს!
ზურგი - ჩვენი „საყრდენია“. ის გვიჭერს და გვტკივა მაშინ, როცა ცხოვრებაში გვჭირდება მხარში დგომა, მაგრამ ჩვენ ხშირად ვცდილობთ ყველაფრის თავად ტარებას.
ფიზიკური ჩივილები: კუნთების დაძაბულობა, ხერხემლის ტკივილი, წელისა და კისრის არეში სიმძიმის შეგრძნება, ან თუნდაც დისკომფორტი სიარულისას.
ენერგეტიკული ხედვით, ზურგის ტკივილი ხშირად ჩნდება მაშინ, როცა:
1. ზედმეტად ბევრ პასუხისმგებლობას ვიღებთ სხვების ნაცვლად საკუთარ თავზე;
2. გვიჭირს დახმარების მიღება ან უარის თქმა;
3. საკუთარ საჭიროებებს უკან ვწევთ „სხვების სასარგებლოდ”;
4. შიშობს გონება, რომ თუ არ გვაქვს კონტროლი, ყველაფერი დაინგრევა.
ზურგი დაკავშირებულია ჩვენს „საყრდენ ენერგიასთან“ — ანუ რწმენასთან, რომ სამყარო გვიჭერს მხარს. „ზურგს გვიმაგრებს”.
როცა ეს რწმენა სუსტდება, სხეული ამბობს: „მე ვიღლები შენი ტვირთით”.
სხეულის გზავნილი:
1. ზედა ნაწილი ზურგის — ემოციური ტკივილი, გაუჩინარებული მხარდაჭერა („არავინ მიჭერს მხარს”);
2. შუა ნაწილი — პასუხისმგებლობის სიმძიმე („ყველაფერი მე უნდა ვზიდო”);
3. წელის არე — ფინანსური ან მატერიალური შიშები („ძალა არ მეყოფა, ვერ შევძლებ”).
ფსიქოემოციური ფესვები:
1. კონტროლის მექანიზმი: „მე უნდა გავაკონტროლო ყველაფერი”;
2. არასაკმარისი მხარდაჭერის შეგრძნება;
3. შიში დაცემის, მარცხის ან მიტოვების წინაშე.
ფიზიოლოგიური ასპექტები: არასწორი პოზა, ხანგრძლივი დაძაბულობა, ემოციური სტრესი და ხერხემლის გადაღლაც შესაძლოა გახდეს გამომწვევი.
სამედიცინო ჩვენება: ნევროლოგიური, ორთოპედ-ტრავმატოლოგიური, რევმატოლოგიური.
უფრო დეტალურად:
1. კუნთოვანი მიზეზები (ყველაზე ხშირი):
კუნთების გადაძაბვა ან სპაზმი — ხშირი მჯდომარე პოზა, კომპიუტერთან ხანგრძლივი ყოფნა, არასწორი ძილის პოზა.
ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ან მძიმე საგნის არასწორად აწევა. ემოციური სტრესი — იწვევს კუნთების ქვეცნობიერ დაჭიმვას („ჩამჯდარი დაძაბულობა”).
2. ხერხემლის პრობლემები: დისკოპათია / დისკის თიაქარი, როცა დისკი აწვება ნერვულ ფესვს, ტკივილი შეიძლება გადაეცეს ფეხზე ან ხელზე. სქოლიოზი, სპონდილოზი, ოსტეოქონდროზი – ხერხემლის გამრუდება ან ასაკობრივი ცვლილებები. მექანიკური ტრავმა ან დაზიანება.
3. ნერვული სისტემის ფაქტორები: ნერვის გაღიზიანება ან დაჭიმვა (რადიკულიტი, ნევრალგია). ქრონიკული სტრესი — გონებრივი დაძაბულობა.
4. გასათვალისწინებელია, შიდა ორგანოების რეფერირებული ტკივილი: ზოგჯერ ზურგის ტკივილი არა თვითონ ხერხემლის, არამედ შინაგანი ორგანოს პრობლემის გამო, მაგალითად: თირკმელები (წელის ტკივილი, მარცხენა/მარჯვენა მხარეს); ნაღვლის ბუშტი ან ღვიძლი (ზედა ზურგის არეში); გულ-სისხლძარღვთა სისტემა (ზედა ზურგის ან მხრის ტკივილი); გინეკოლოგიური პრობლემები ქალებში (ქვედა წელის არეში).
5. ანთებითი ან ინფექციური მიზეზები: რევმატოიდული პროცესები (ართრიტი, სპონდილიტი); ინფექციური ანთება ხერხემლის ქსოვილებში (იშვიათი, მაგრამ სერიოზული მიზეზი); ძვლის დეგენერაციული დაავადებები (ოსტეოპოროზი).
6. ზოგჯერ შეიძლება კონკრეტული ნივთიერების დეფიციტმა განაპირობოს ზურგის ტკივილები. ამიტომ გადასამოწმებელია: ვიტამინი D, კალციუმი. მაგნიუმი, B ჯგუფის ვიტამინები (განსაკუთრებით B1, B6, B12) კოლაგენი და ცილები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.
სულიერი გზავნილი და რეკომენდაცია ასეთ დროს: „მე ვენდობი სამყაროს მხარდაჭერას. მე ვუშვებ იმ ტვირთს, რაც აღარ მეკუთვნის. ჩემი ზურგი თავისუფლად სუნთქავს”.
მცირე ენერგო-ვარჯიში ზურგის გათავისუფლებისთვის:
1. დაჯექი ან დადგი ზურგით მიყრდნობილი კედელზე, დახუჭე თვალები.
2. ჩაისუნთქე ღრმად და წარმოიდგინე, როგორ დგას შენს ზურგს უკან სინათლის ძლიერი საყრდენი.
3. ამოსუნთქვისას თქვი: „მე ვუშვებ ყველაფერს, რაც აღარ მჭირდება”.
4. გაიმეორე 3-ჯერ, თითოეულ ჯერზე იგრძენი, როგორ მსუბუქდება ზურგი.
5. ბოლოს მადლობა გადაუხადე შენს სხეულს მხარდაჭერისთვის.
ყოველი ღამის აფირმაცია: „სამყარო მიჭერს მხარს. მე ვუშვებ ზედმეტ ტვირთს და ვიღებ სიმსუბუქეს. ჩემი ზურგი თავისუფალია და ძლიერი. მე ვცხოვრობ სიმშვიდით და ნდობით”.
როგორც ყოველთვის აქვე დავწერ — ტრადიციული სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია, ამას არ გამოვრიცხავთ. უბრალოდ, ეს პრაქტიკა და გააზრება ემსახურება შინაგან ცნობიერ გაღვივებასა და ენერგეტიკულ გათავისუფლებას“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დამირეკა და მითხრა, პირველი პოეტი ვარ ამ ქვეყანაში...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
⭕ რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიის დროს დაღუპული ერთ-ერთი პირი იდენტიფიცირებულია