Digest Logo

🎥 „დაკავშირებულია ნარცისულ ან შერეული პიროვნული აშლილობის ელემენტებთან...“ - როგორ ამოვიცნოთ ენერგეტიკული ვამპირები ჩვენს ცხოვრებში

1749631888
ვალერი ჯუღერლი

ენერგეტიკული ვამპირი - ეს ტერმინი ეზოტერული და ფსიქოლოგიური სამყაროდან მოდის. მას იყენებენ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც სხვების ენერგიას, ყურადღებას ან ემოციას იწოვენ, ხშირად - არაცნობიერად.

ეზო-ქოუჩი, ასრტო-ნუმეროლოგი ვალერი ჯუღელი „იუთუბის“ საკუთარ არხზე პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

ამჯერად იგი სწორედ მორიგ ვიდეოში, ამ ფენომენზე - ენერგეტიკულ ვამპირებზე და მათ დამახასიათებელ ნიშნებზე საუბრობს:

„თუ ნამდვილი ვამპირები მხოლოდ ზღაპრებში ცხოვრობენ, ენერგეტიკულ პარაზიტებს ყველგან შეხვდებით: მაღაზიაში რიგში ყოფნისას, სამსახურში და სახლშიც კი. ფსიქოლოგების აზრით ეს მითი არ არის, არამედ სრულიად ახსნადი ფსიქოლოგიური ფენომენია. 

ენერგეტიკული ვამპირები - ეს ტერმინი გამოიყენება ფსიქოლოგიასა და ეზოტერიკაში იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც სხვების ენერგიაში არაცნობიერად ან შეგნებულად „იჭრებიან“ და საკუთარ თავზე ითვისებენ. ეს პროცესი შეიძლება მოხდეს ყოველდღიურ ურთიერთობებში - სრულიად შეუმჩნევლადაც კი.

ენერგოვამპირი ეს არის სუსტი ენერგიის მქონე ადამიანი, რომელიც იძულებულია მისი შევსება სხვა ადამიანების ხარჯზე და მათი ენერგიებით მოახდინოს. რაც მათში ანუ დონორში ენერგიულ სისუსტეს იწვევს.

ასევე დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კონტექსტში ემოციური დეფიციტის კომპენსაციასთან. ნარცისულ ან შერეული პიროვნული აშლილობის ელემენტებთან.

ემოციური რეგულაციის უუნარობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან, რაც სხვაზე ძალაუფლების მოპოვებით ნეიტრალდება.

ფსიქოლოგიური სტრუქტურა ასეთია: ვინ იზიდავს ენერგოვამპირებს? ისეთი ადამიანები რომლებსაც გადაჭარბებული ემპათია აქვთ. ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ხდებიან ვამპირის სამიზნე.

იმ ადამიანების ვინც არასდროს იღებდა სწორ სიყვარულს. ენერგეტიკული ვამპირი გრძნობს ვის შეუძლია, რომ მას მისცეს ის ენერგია.

შინაგანად არსებული ბრაზი როცა აქვს ადამიანს ასევე ამ დროს ხდება ვამპირის კლანჭებში. თუ ინდივიდი თავს დამნაშავედ გრძნობს წარსულისთვის, ან საკუთარი ინტერესების დაცვა არ იცის.

იგი შეიძლება ქვეცნობიერად დააკომპენსიროს ვამპირმა სხვებისგან ძალის დაკარგვით. როდესაც ადამიანს აქვს თანაგრძნობის ტრავმა, და ეს ტრავმა მოდის ბავშვობიდან ასევე ეხმარები სხვებს რათა სიყვარული მიიღო, ასეთი ბავშვები იზრდებიან და იზიდავენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივი მოვლა სჭირდებათ“, - ამბობს ვალერი ჯუღელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეშინებულ სულთანს 7000 ტყვეც სრულად გაუთავისუფლებია და საქართველოში გამოუშვია...“ - გიორგი ლობჯანიძე „ლომისობის“ დღესასწაულზე

⭕ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს

⭕ მერაბ დვალიშვილი - „ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა“