Digest Logo

🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე

1792421254
კოტე თოდუა

ექიმი კოტე თოდუა „იუთუბიზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კოლაგენის დანამატების ეფექტურობასა და მათ ირგვლივ არსებულ მითებზე სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით საუბრობს.

მედიკოსის განმარტებით, დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის და ის ორგანიზმში ამინომჟავებად იშლება.

თოდუა აღნიშნავს, რომ ნაოჭების შემცირებაზე მყარი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა კოლაგენმა შესაძლოა გარკვეული დადებითი შედეგი აჩვენოს თმის სისქეზე, ფრჩხილების სიმტკიცესა და განსაკუთრებით სახსრების ტკივილის შემსუბუქებაზე:

„კოლაგენი ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ცილაა - მასზე მოდის ორგანიზმის ცილების დაახლოებით 30% და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის, ძვლების, მყესებისა და ხრტილის სტრუქტურაში.

დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის - საჭმლის მონელებისას ის ამინომჟავებად და მცირე პეპტიდებად იშლება.

2023 წლის 26 კვლევის მეტაანალიზმა, რომელშიც 1 721 ადამიანი მონაწილეობდა, კანის დატენიანებისა და ელასტიკურობის გაუმჯობესება აჩვენა.

2025 წლის 23 კვლევის მეტაანალიზში, 1 474 მონაწილით, ინდუსტრიისგან დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის კვლევების ცალკე შეფასებისას კანისთვის სტატისტიკურად სარწმუნო სარგებელი აღარ დადასტურდა.

კოლაგენის მიერ ნაოჭების შემცირება საიმედოდ დადასტურებული არ არის. კანის დატენიანებისა და ელასტიკურობის მცირე გაუმჯობესება შესაძლებელია, თუმცა მტკიცებულებები არაერთგვაროვანია.

თმის ხარისხისთვის გარკვეული დადებითი შედეგები არსებობს - 2026 წლის კვლევაში 100 ადამიანზე, 24 კვირის განმავლობაში, დღეში 2 გრამმა კოლაგენმა თმის ბზინვარება, სიმტკიცე და ღერის სისქე გააუმჯობესა. ეს თმის ცვენის მკურნალობას არ ნიშნავს.

ფრჩხილებზე ჩატარებულ მცირე კვლევაში ფრჩხილების ზრდა 12%-ით დაჩქარდა, ხოლო მტვრევა 42%-ით შემცირდა, თუმცა პლაცებოს ჯგუფის არარსებობა შედეგების სანდოობას ზღუდავს. 8. სახსრებისთვის მტკიცებულებები უფრო დამაიმედებელია - 35 კვლევის მეტაანალიზში, 3 165 პაციენტით, კოლაგენმა ოსტეოართრიტის დროს ტკივილი მცირედ ან ზომიერად შეამცირა და მოძრაობა გააუმჯობესა. დაზიანებული ხრტილის აღდგენა დადასტურებული არ არის.

კოლაგენის ფორმას და დოზას მნიშვნელობა აქვს - ჰიდროლიზებული კოლაგენის შესწავლილი დოზაა 5–10 გრამი დღეში, ხოლო არადენატურირებული II ტიპის კოლაგენის (UC-II) - 40 მილიგრამი დღეში.

ღირს თუ არა კოლაგენის ყიდვა? ნაოჭების გასაქრობად დიდი თანხის დახარჯვა გაუმართლებელია. სახსრების ტკივილის შემთხვევაში შეიძლება დაახლოებით 12-კვირიანი გამოცდა, ხოლო კანის დაბერების წინააღმდეგ მზისგან დაცვასა და რეტინოიდებს უფრო მყარი მტკიცებულება აქვთ“, - ამბობს კოტე თოდუა ვიდეოში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ილია სულამანიძის დედა: „ღმერთმა იცის რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ილიას, 21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არცერთი ვარჯიში“

⭕ მშობიარობიდან ექვს კვირაში ბარბარა პალვინი Victoria’s Secret-ის შოუზე: „გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახერხებს“

🎥 „თქვენს შემჩნევას იწყებენ...“ - ზოდიაქოს ორი ნიშანი იღბლის ძლიერ ნაკადში შედის: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕