Digest Logo

🎥 ილია სულამანიძის დედა: „ღმერთმა იცის რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ილიას, 21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არცერთი ვარჯიში“

1792419321
ილია სულამანიძე

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში ძიუდოისტ ილია სულამანიძის დედამ, მანანა გოჩელეიშვილმა, შვილის სპორტული წარმატების უკან მდგომ უზარმაზარ შრომასა და თავდადებაზე ისაუბრა.

დედამ გაიხსენა ის რთული გზა, რომელიც ძიუდოისტმა გაიარა - მათ შორის, ყინვასა და უკიდურეს პირობებში ჩატარებული ვარჯიშები და 21-წლიანი განუწყვეტელი შრომა.

მან ასევე განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენა ილიას ძმა, შაკო, რომლის გარეშეც, მისი თქმით, სპორტსმენი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა:

„მაშინ ვიყავი ბედნიერი, როცა ორივე მოვიდოდნენ და ორივეს ჰქონდათ მედლები. შაკოც ძალიან კარგად ჭიდაობდა, ტყიბულში რა მედლებიც გვაქვს, ნახევარი შაკოს ეკუთვნის. შაკო რომ არ ყოფილიყო ილიას გვერდში, ილია ვერ გახდებოდა ასეთი დიდი სპორტსმენი. ილია როცა ჭიდაობს, იმდენს არ განიცდის, რამდენსაც შაკო. არაადეკვატური ადამიანი არის ეს ჩემი მშვიდი ბიჭი.

როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო დილის შვიდ საათზე მიდიოდნენ სტადიონზე, ყინვაც რომ ყოფილიყო ვარჯიშობდნენ. ტყიბულში დიდი ყინვები იცის. ერთხელ, რომ გავხედე ფანჯრებიც ისეთი გაყინული იყო გარეთ ვერ გახვიდოდი, ბავშვები კი სავარჯიშოდ წავიდნენ.

21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არც ერთი ვარჯიში და რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ღმერთმა იცის. კიმონო შეიძლება ბევრმა არ იცის რა მატერიისა, რომ მოიტანს ხოლმე გასარეცხად ხელში იწურება იმდენ ოფლს ღვრის“, - აღნიშნა მანანა გოჩელეიშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მშობიარობიდან ექვს კვირაში ბარბარა პალვინი Victoria’s Secret-ის შოუზე: „გაოგნებული ვარ იმით, რასაც ახერხებს“

🎥 „თქვენს შემჩნევას იწყებენ...“ - ზოდიაქოს ორი ნიშანი იღბლის ძლიერ ნაკადში შედის: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕მაკა კვიციანის ოჯახში განსაკუთრებული ორმაგი დღესასწაულია - „საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ“

✕