Digest Logo

🎥 „დალიე ბევრი წყალი და მალე მოკვდი...შეწყვიტეთ ბევრი წყლის დალევა!“ - არუნ ხათრი წყლის დალევის შესახებ მითებსა და რეალობაზე

1722249928
წყალი, დალევა

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.

იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად იგი საზოგადოებას - წყლის სწორად დალევაზე რჩევებს უზიარებს. ამასთანავე ხრიკებს, როგორ შევამოწმოთ, აკლია თუ არა ჩვენს ორგანიზმს წყალი?!

„რაც ასაკში მივდივართ, გულს უფრო სჭირდება კვება და საკვები, რომ მსუბუქად იყოს. ბევრი წყლის დალევით კი უფრო ვართულებთ საქმეს. შეწყვიტეთ ბევრი წყლის დალევა! ზედმეტი წყლის დალევითაც მოკვდა ბევრი ადამიანი, 3,4 ლიტრი წყლის დალევა დღეში ეს საშინელებაა, არ არის საჭირო, ვტვირთავთ, თირკმელს, ფილტვებს და გულს, შედეგად სივდება ადამიანი და ცუდადაა, ენერგია არ აქვს. რამდენი წყალი უნდა დალიო არის კითხვა, მაგის პასუხი არც ერთ ექიმს და ექსპერტს არ აქვს. იმდენი წყალი უნდა დალიო, რამდენსაც გთხოვს ორგანიზმი“,- ამბობს არუნ ხათრი.

უფრო ვრცლად, უსმინეთ ვიდეო რჩევას:

მეტი საინტერესო ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე და გამოიწერეთ მისი არხი.

ამავე თემაზე:

🎥 თუ ნუშს ასე მიირთმევთ, არასოდეს გახდებით ავად - არუნ ხათრის რეკომენდაციები საზოგადოებას

🎥 „მოიშორეთ მეჭეჭები და პაპილომები ერთ დღეში“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები საზოგადოებას