ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მშობლის შეცდომებსა და საუკეთესო მშობლობის საიდუმლოებებზე ისაუბრა.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ბავშვის სხვებზე შედარება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან იგი კომპლექსიანი ხდება:
„იდეალური მშობლის სახელმძღვანელო არ არსებობს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან ურთიერთობის პროცესში ვიყოთ ფრთხილად. რადგან მე მყავს პაციენტები, რომელთაც ბავშვობის პრობლემები აწუხებთ. მაგალითად - უარყოფის, შერისხული სურვილების, დამცირების და ასევე შესაძლოა იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი არ ჩართვა. მოზარდობის პერიოდში ბავშვს პროტესტები აქვს. ეს ყველაფერი აუცილებლად იმოქმედებს მომავალზე. შედარებები ზოგადად ძალიან საშინელებაა. ეს იწვევს დაბალ თვითშეფასებას, როდესაც მშობელი მას ეუბნება - „შენ სუსტი ხარ“, იგი იჯერებს ამას. მაქსიმალურად ვცდილობ არ შევადარო, არ დავამცირო. საშინელი ფრაზაა -„ხომ გეუბნებოდი“. ამ ყველაფრის მიზანი არის მშობლების გაუცნობიერებელი ეგოიზმი“, - აღნიშნა ზაზა ქოიავამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მოძებნეთ და იგრძენით ის ბედნიერება, რასაც მე განვიცდი ახლა...“ - ანი ბებია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?