ექიმი ლაშა ჯაყელი, რომელიც 12 წლის განმავლობაში ამერიკაში მუშაობდა და საკმაოდ ბევრი გამოცდილება დააგროვა, სამშობლოში დაბრუნდა და საზოგადოებას პერიოდულად რეკომენდაციებს უზიარებს.
როგორც თავად ამბობს, ექიმად გახდომის მიმავალ გზაზე ბევრი გაუფილტრავი სიმართლე აღმოაჩინა, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია და მზადაა ისაუბროს გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე, რომელთა მსხვერპლი მსოფლიოში ასობით ადამიანი ხდება.
ამჯერად ლაშა ჯაყელი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც საკითხზე - „დაბერების შენელება“ საუბრობს.
„მეტაბოლურ ჯანმრთელობაში გარკვევა დაგეხმარება, ხელი შეუწყო უკეთეს მეხსიერებას, დაღლილობასთან გამკლავებას, სტრესს და ა.შ. როდესაც ადამიანი მეტაბოლურად ავადდება, იგი ყველა ექიმის პაციენტი ხდება. უავადდება კანი, ენდოკრინული სისტემა. შესაძლოა დაეწყოს გამონაყარი, ბევრი ნაოჭი გაუჩნდეს და მალე დაბერდეს. ეს ყველაფერი სწორედ მეტაბოლური დისფუნქციის შედეგია. როდესაც ჩვენ მეტაბოლურად ვჯანსაღდებით ნელ-ნელა გვარდება მთელი რიგი პრობლემები, რაც ორგანიზმს აწუხებს.
პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება კვებას. ადამიანი როგორ იკვებება. ასევე უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ორგანიზმი არის თუ არა ჩაძირული ქრონიკულ ანთებაში. ამ ყველაფერს კიდე არეგულირებს ომეგა ექვსის სისტემა და ომეგა სამის სისტემა. ომეგა ექვსი მიიღება მაგალითად - სიმინდის ზეთისგან, მზესუმზირას ზეთისგან, სხვა და სხვა თესლის ზეთისგან. შესაძლოა არაპროცესირებული საკვებიც იყოს ამ ვიტამინებით მდიდარი.
იმისათვის, რომ ქრონიკული ანთება და მეტაბოლური დისფუნქცია გავაუმჯობესოთ, ასევე ყველა ის ორგანო თუნდაც კანი უნდა ამოვიღოთ პროცესირებული საკვები ორგანიზმიდან. თუ ომეგა სამი და ომეგა ექვსი, რომელიმე ჭარბად იქნება ორგანიზმში მაშინ ქრონიკული ანთებაც იჩენს თავს. ამიტომ უნდა ვეცადოთ ეს ორი სისტემა ერთმანეთის ტოლი გახდეს.
ამოიღეთ ბურღულეული საკვები, რომლებიც შეიცავს გლუტენს. ეს მხოლოდ ჭარბწონიანი ადამიანებისთვის არ არის. ყველა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. გემოსა და სიამოვნებისთვის უნდა გამოვიყენოთ იშვიათად“, - გვირჩევს ლაშა ჯაყელი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამასობაში კარლოსმა ქართულიც დახვეწა“ – რა ვიდეოს აქვეყნებს სოფი ლორენის ქართველი რძალი?
🎥 „არ არის სასურველი ფულის გასესხება“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის
⭕„ხელოვნების შედევრი“ - მეგი გოგიტიძის ახალმა ფოტოებმა სოცქსელი დაიპყრო