უშვილობა მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზი არ არის — მას ხშირად თან ახლავს შიში, გაურკვევლობა და ძლიერი ემოციური წნეხი.
სპეციალისტების თქმით, მშობლობის გზაზე არსებული გამოწვევები ბევრ ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ სირთულეებთანაც აყენებს პირისპირ, რის გამოც დროული მხარდაჭერა და სწორი ინფორმაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
უშვილობაზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იუთუბის ერთ-ერთ პოდკასტში, ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა და ტრანსცედენტული მედიტაციის სპეციალისტმა ლარისა პარკაძემ ისაუბრა:
„თუ შენში არის სიმშვიდე, მაგრამ გარშემო არა, მაინც არა ხარ მშვიდად. ან პირიქით. ყოველთვის მოქმედებს ეს ფაქტორი შენზე და შენ პროდუქტიულობაზე. დიდი აქცენტი უნდა გავაკეთოთ შინაგან სტაბილურობასა და სიმშვიდეზე.
მნიშვნელოვანია ნებისმიერ საქმეს მივუდგეთ ლოგიკურად, ვიპოვოთ პრობლემა და გამოვიყვანოთ გარეთ, თუნდაც ჩვენი შიშები. შენი ცნობიერი უფრო სიღრმისეულად ხედავს ამ საკითხებს. როცა ამას გარეთ გამოვიტანთ, ვხედავთ ამას და ამის მიხედვით შეგვიძლია პრობლემის გადაჭრას. უნდა დავსვათ კითხვები: სად არის ჩემი საქმე, ექიმის და ღმერთის.
არსებობს ფიზიკური დაავადებები და ფაქტორები, რის გამოც ორსულობა არ დგება. თუმცა არის ასეთი რამ, შენ შეიძლება გიყვარს შენი პარტნიორი, მშვიდად ხარ მასთან, თუმცა შენი კვერცხუჯრედი არ ეწყობა მის სპერმას.
ბავშვი ისახება მუცელში დაცულად, შემდეგ როცა იბადება იწყება ორგანოების მუშაობა. ბავშვის აღზრდა მიდის მშობიარობის შემდეგ, ამას ვიძახდით ადრე. თუმცა ახლა ვამბობთ, რომ ბავშვის აღზრდა იწყება ჩასახვამდეც კი. უკვე არის ჩადებული გარკვეული კოდი, რომელიც შემდეგ რეალიზდება. აუცილებელია, უკვე მუცლად მყოფი ბავშვი შევიგრძნოთ და ვისწავლოთ. ცოდნის გამოყენება და შემეცნება ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნანა პარკაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გარუჯვა ზედა საცურაო კოსტიუმის გარეშე?
⭕ ისტორიაში პირველად, საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო