Digest Logo

🎥 დუნდულა, ბარძაყი თუ მკლავი - სად კეთდება კუნთში ინიექცია სწორად: დავით კაცაძის რჩევები

1787223317
დავით კაცაძე

ნემსის კუნთში გაკეთება ერთი შეხედვით მარტივი პროცედურაა, თუმცა არასწორად შესრულებამ შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს. სად უნდა გაკეთდეს ინიექცია, რა შეცდომებს უნდა მოვერიდოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი პროცედურის სწორად ჩატარება აღნიშნულ საკითხზე „ჯაფარას პოდკასტში“ მოტომედიკმა და  ტრავმატოლოგმა დავით კაცაძემ ისაუბრა:

ნემსის გაკეთება კუნთში

დავით კაცაძე: საბჭოთა პერიოდში იყო ასეთი მოწოდება, რომ დუნდულას ზედა მეოთხედში უნდა გაგვეკეთებინა ნემსი. მაშინდელი მოწოდებები, რა თქმა უნდა, ჩვენზეც ვრცელდებოდა. ამას იმით ხსნიდნენ, რომ მაგ ნაწილში დიდი სისხლძარღვები გადისო. თუმცაღა, თანამედროვე კვლევები სხვას გვეუბნება. აქ ეს რეკომენდებული აღარ არის. რადგან არსებობს ანატომიური თავისებურება, სადაც იმ გარე ზედა მეოთხედში გადის ნერვული სისხლძარღვიც, ნერვული დაბოლოებაც.

თუ ადამიანს აქვს ცხიმის დიდი ფენა, ნემსით ჩაღწევა კუნთამდე ფიზიკურად ვერ ხდება. იმ სპეციფიკურ წამალს თუ გააკეთებ ცხიმოვან ფენაში, გამოიწვევს დიდ პრობლემას; გამაგრდება შესაძლოა, დაჩირქდეს. ბარძაყზე ძალიან ბევრი არ აკეთებს ნემსს, რეალურად ეს უფრო რეკომენდებულია. ასევეა პროტეზიან ფეხზე მაგალითად, შესაძლოა დაზიანება გამოიწვიოს. ნემსის გაკეთების რელევანტური გზა არის - მხარი.

როცა შეგვიძლია, რაღაც ისე გავაკეთოთ და თავიდან ავირიდოთ გართულებები, მოდი უბრალოდ გავაკეთოთ, რადგან ამ პროთეზის დაზიანებას მივყავართ ხელახალ ოპერაციამდე, დაზიანებასა და რიგ გართულებამდე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან

⭕ „დათესეთ სიკეთე, დათესეთ პატივისცემა...“ - რას წერს ეზოტერიკოსი