
ზაფხული ჩვენი სახის კანზე ხშირად ტოვებს მზისგან წარმოქმნილ ლაქებსა და სიმშრალეს. შემოდგომის დადგომა კი საუკეთესო დროა, რათა სწორი მოვლის საშუალებებით კანის ჯანმრთელობა და ბუნებრივი ბზინვარება აღვადგინოთ.
დეტალურად თუ როგორ მოვუაროთ კანს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ შემოდგომაზე - გადაცემაში „დღის პოსტი“ დერმატოლოგმა ნინო სანოძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:
„ძალიან ბევრს არ ესიამოვნება ჩემი პირველივე წინადადება, რომ არ არსებობს უსაფრთხო რუჯი!
სამედიცინო თვალსაზრისით, ექიმი, რომელიც რეკომენდაციას გასცემს ნამზეურზე, არ არსებობს ასეთი დერმატოლოგი. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ავტოიმუნური დაავადების დროს არის სასარგებლო მზის გამოსხივება, ისიც ისეთ დროს, როცა მავნე არ იქნება მზის სხივები.
რა არის რუჯი? - ამ დროს კანი იცვლის ფერს, წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი და ეს არის დამცველობითი ფუნქცია, მზის ულტრაიისფერმა სხივებმა, რომ არ გამოიწვიოს პრობლემები.
მზეზე 15-20 წუთი ძალიან კარგია“, - ამბობს ნინო სანოძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხანდახან ვახარებ ხოლმე კდეც სიდედრს“ - რა კადრებს გვიზიარებს არუნ ხათრი
⭕„რა საყვარლები ხართ...“ - თათული ედიშერაშვილი შვილთან ერთად ლისაბონში მოგზაურობს