
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველაზე საშიშ 3 მედიკამენტს ასახელებს, რომელსაც ადამიანები აფთიაქში ყიდულობენ.
ჩამონათვალშია ანტიბიოტიკები და არასტეროიდული პრეპარატები:
„სამი ყველაზე საშიში წამალი, რომელსაც აფთიაქში ყიდულობ:
1. ეს არის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის წამალი, რომელსაც ჰქვია რიტალინი და ადერალი. როგორც ვიცი, საქართველოში იშვიათად ინიშნება. ისინი ქრონიკულად ზრდიან ნორეპირეფრინს და გულის ცემას და წნევას მაღლა წევს.
ეს არის გაფრთხილება ყველა ბავშვის, მშობლისა და ექიმისა!
2. ანტიბიოტიკები - ციპროპლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი. ისინი დაკავშირებულია აორტის გადიდებასთან. თუ გულის პრობლემები გაქვთ და გჭირდებათ ანტიბიოტიკი აუცილებლად უნდა შეარჩიოთ თქვენს ექიმთან ერთად.
3. არასტეროიდული პრეპარატები, ანთებ საწინააღმდეგო პრეპარატები: ცელებრექსი, მელსიკამი.
ორივე ზრდის წნევას, სითხის შეკავებას და იზრდება თირკმლის უკმარისობის რისკი“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხანდახან ვახარებ ხოლმე კდეც სიდედრს“ - რა კადრებს გვიზიარებს არუნ ხათრი
⭕„რა საყვარლები ხართ...“ - თათული ედიშერაშვილი შვილთან ერთად ლისაბონში მოგზაურობს