პიროვნული განვითარების ტრენერი ია ბერსენაძე სტუმრად გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პირველადი ცნობები ადამიანისა და სამყაროს ურთიერთობაზე, ბიბლიასა და მითებში ინახება:
მითები, ზღაპრები, ეპოსები - კოლექტიური არაცნობიერის სახლი:
ია ბერსენაძე: კოლექტიური არაცნობიერი პლასტი, რომელიც ასახულია, ზღაპრებში, ლეგენდებში და ეპოსებში. მითი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მათში თხრობა არის პირველადი კომუნიკაციების შესახებ სამყაროსა და ადამიანს შორის. პირველადი ისტორია სწორედ ბიბლიასა და მითებში ინახება. იგივე ფუნქცია აქვს ეპოსს.
ზღაპრების საიდუმლო
ია ბერსენაძე: ზღაპარი, ეს არის ნებისმიერი თქმულება და იგავი. ლეგენდა, ზეპირსიტყვიერებით გადმოცემული. ეს იქნება ვიზუალურად აღქმული თუ წაკითხული.
გასაგები არის რომ ჩაუღწეველი შრე არის კოლექტიური არაცნობიერი. რადგან ის საერთოდ ჩემი არ არის, ბიოგრაფიულადაც კი. დაახლოებით წარმოიდგინეთ ნახევარზე მეტს, ჩემ შიშებს და ქმედებებს განსაზღვრავს კოლექტიური არაცნობიერი. შესაბამისად არის უდიდესი შავი ხვრელი, სადაც წვდომა არ გვაქვს. ჩაძრომა გვინდა, თუ გვაქვს რაღაც სიმპტომები და რაღაცას ვეძიები. ამიტომ არ არის სწორი ზედმეტად რაღაცების ქექვა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: