
პოსტნატალური, იგივე პოსტპარტუმ ან მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ბავშვის გაჩენის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს და ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუარესებს. დეპრესიის ეს ფორმა ძირითადად გამოიხატება გახშირებულ ტირილში, გადაღლილობაში, დანაშაულის ირაციონალურ შეგრძნებასა და შფოთვაში.
გარდა ამისა, ქალს მშობიარობის შემდგომ უამრავ ცვლილებასთან შეგუება უწევს, ნაწილისთვის ეს იმაზე უფრო მტკივნეული და რთულია, ვიდრე წარმოუდგენია.
პოსტპარტუმი, ძილი, თმის ცვენა, ციკლი, მენტალური ჯანმრთელობა, სექსი - აღნიშნულ თემებზე „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ მეან-გინეკოლოგმა ანუკა ჭონიშვილმა ისაუბრა:
- რას ნიშნავს პოსტპარტუმი მედიცინის გადმოსახედიდან?
თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ იშვიათად საუბრობენ ამ თემაზე. მშობიარობის შემდგომი პერიოდი ითვლება მშობიარობიდან უშუალოდ 6 კვირის განმავლობაში და ითვლება იმ პერიოდად, როცა ქალის ორგანიზმი უბრუნდება მშობიარობამდე მდგომარეობას. საშვილოსნოს ზომა უბრუნდება ორსულობამდე პერიოდს, თუმცა ჰორმონალური ბალანსი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რაც გავლენას ახდენს ემოციურ მდგომარეობაზე.
- რა ცვლილებები მიმდინარეობს ორგანიზმში
ორსულობით სასწაული ხდება, ერთი უჯრედიდან იქმნება ადამიანი. ქალის ორგანიზმში კი ამ დროს მიდის მთელი რიგი კასკადი ცვლილებების. მომატებული ესტროგენი, პროგესტერონი, თერმორეგულაციის დარღვევა. მშობიარობის შემდგომ კი ეს გაასმაგებული მდგომარეობა რამდენიმე საათში ბრუნდება თავის ნიშნულზე.
ოქსტიტოცინი, რაც საშვილოსნოს შეკუმშვისთვისაა მნიშვნელოვანი, ლაქტაციის პროცესშიც აქტიურად გამოიყოფა.
პაციენტებს ხშირად ვეუბნები, ძალიან მნიშვნელოვანია მიხედონ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას, კვებას, მაგრამ მაინც თანამედროვე სამყაროში გადმოცემულია, რაღაცები, რაც წინასწარგანწყობას უქმნის, რომ თითქოს გააჩენს ბავშვს და მეორე დილით რომ გაიღვიძებ ყველაფერი დალაგებული იქნება.
- გართულებები მშობიარობის შემდეგ
გართულებები საკმაოდ ბევრი არსებობს. პირველ 6 კვირაში ყოველდღიურად უფრო მცირდება გართულებების რისკები, თუმცა შესაძლოა სისხლდენა, ლაქტოსტაზის პერიოდი, რასაც მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. ლაქტაციის სპეციალისტიც გვყავს, ვინც მიდის და ლოგინთან ასწავლის ქალს როგორ გააკეთოს ყველაფერი.
ჯერ კიდევ დგას პრობლემა, რომ მეზობლის დეიდამ რაღაც ურჩია და გააკეთა. სოციალური მედიის წყალობით, კარგ ინფორმაციებს აზიარებენ და ამ რაღაცებით ასეთი შემთხვევები შემცირდა.
ახალბედა დედებს ჰქონიათ, მათი მთავარი ფოკუსი უნდა იყოს შვილი. არ სძინავთ, არ იკვებებიან, რაც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. ვიტამინების, მინერალების დეფიციტი დიდ ზიანს აყენებს მათ.
- ძილის რეჟიმის დაცვა და ლაქტაცია
ძილის რეჟიმში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს და ირგვლივ მყოფებს. ცოტა უნდა დაეხმარონ ქალს, რომ დაიძინოს და ძალები აღიდგინოს, რადგან ჯანმრთელი დედა - ჯანმრთელი ახალშობილს ნიშნავს“, - ამბობს ანუკა ჭონიშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ: