Digest Logo

„ექსკურსიების დაგეგმვისგან თავი შეიკავეთ, ვისაც ქორწილი გაქვთ ღია ცის ქვეშ, მიიღეთ შესაბამისი ზომები“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

1749542372
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზზე წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

როგორც თავად ამბობს, 14-15 ივნისს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი:

„მშვიდობიანი დღე მეგობრებო, 14 ივნისის პროგნოზზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან ბევრი გეგმავთ ექსკურსიას, ქორწილს და გარე აქტივობებს, გთავაზობთ დაწვრილებით ინფორმაციას.

შაბათ-კვირას საქართველოში მგზავრობისთვის არახელსაყრელი მეტეო-პირობები იქნება.

14 ივნისს დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან, 15-ში კი პირიქით დასავლეთში ზოგან და აღმოსავლეთში ყველგან - მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

დასავლეთიდან ვინც აღმოსავლეთში გეგმავთ გამგზავრებას, 14 ივნისს კახეთში გვიან დღის ბოლომდე არ იწვიმებს.

მოსალოდნელი პროგნოზიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია უქმე დღეებში ექსკურსიების დაგეგმვისგან თავი შეიკავოთ, ხოლო ვისაც ქორწილის აღნიშვნა გაქვთ დაგეგმილი ღია ცის ქვეშ მიიღეთ შესაბამისი ზომები.

ამინდი ვერ გაჩუქეთ კარგი, მაგრამ ცხოვრებას გისურვებთ ნათელს და მზიანს“, - წერს კობა ფარტენაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„10 წლის შემდეგ გამოვიდა ჩემი ახალი ალბომი... მსურს დიდი მოწიწებით მოვეფერო დიდ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგვას გადაარჩინეს ჩემი სიმღერები“ - ნინო ბაშარული

„ვცდილობ ახალგაზრდულად დავბერდე... ხშირად მიფიქრია, ახლა ოცი წლით პატარა ვიყო და ეს ტვინი მქონდეს-მეთქი“ - რას ჰყვება თამუნა ამონაშვილი

ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ივნისში ფინანსური წარმატება და იღბალი ელოდება