ქოლესტერინი არის ცხიმის მსგავსი ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის და რომელიც ყველა უჯრედისთვის აუცილებელია.
მაღალი ქოლესტერინის დონე ძალიან გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში.
ქოლესტერინის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი გვიზიარებს:
„ეს არ არის მტერი, ის არის აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.
ქოლესტერინი ეს არის ცხიმის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ჰორმონების სინთეზში, უჯრედების კედლების შექმნასა და დე ვიტამინის გამომუშავებაში მონაწილეობს.
თავის ტვინის 25% ქოლესტერინია, ანუ ჩვენი ტვინიც მასზეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერი არის ბალანსი.
არსებობს ცუდი ქოლესტერინი (LDL). თუ მისი დონე მაღალია, გროვდება სისხლძარღვების კედლებზე და იწვევს ათეროსკლეროზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
მეორე არის კარგი ქოლესტერინი, (HDL), რაც ორგანიზმს ეხმარება მოაშოროს ზედმეტი ქოლესტერინი, დაარეგულიროს ბალანსი“, - ამბობს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: