წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იმ 3 შეკითხვაზე საუბრობს, რაც ადამიანმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას.
როგორც თავად აღნიშნავს, სამყარო არ არის ის, რასაც უბრალოდ ხედავ. ყველა ადამიანი სამყაროს თავის ვერსიით ხედავს, რომელიც ფორმირდება სუბიექტის გონებაში, მათ შიშებში, მოგონებებში, გამოცდილებებში:
„სამი შეკითხვა, რომელსაც გულწრფელად უნდა უპასუხო თუ გსურს, რეალურად გამოიღვიძო.
სამყარო ხაზგასმით არ არის ის, რასაც უბრალოდ ხედავ. ყველა ადამიანი სამყაროს თავის ვერსიით ხედავს, რომელიც ფორმირდება სუბიექტის გონებაში, მათ შიშებში, მოგონებებში, გამოცდილებებში.
სამყარო არ არის ის, რაც უბრალოდ არის და მორჩა. ეს არის ის, რასაც ფიქრობ იმაზე, რასაც ხედავ.
3 შეკითხვა, რასაც გულწრფელად უნდა უპასუხო თუ გსურს, რომ რეალურად გამოიღვიძო.
პირველი: მე ვხედავ რეალობას ისეთს, როგორიც არის, თუ ვხედავ ჩემივე გონების ფილტრით, რწმენა-წარმოდგენებით და პირადი სუბიექტური ინდივიდუალური შიშებით. იაზროვნე კრიტიკულად, თუნდაც ვერ გასცე პასუხი.
მეორე: ვინ უსმენს იმ ყველაფერს, რასაც შენს ფიქრებში საუბრობ. ვინ არის ის, ვინც აკვირდება შენს ფიქრებს.
მესამე: ვინ ვარ მე? თუ მე არ ვარ ჩემი ფიქრები, პროფესია, სახელი, ისტორია - ეს ყველაფერი უბრალოდ იარლიყებია. აი, როცა იპოვი ამ ყველაფერზე პასუხს, დარწმუნდები, რომ მატრიციდან გასაქცევი არც არასდროს გქონია. შენ უბრალოდ მისი აღარ გჯერა“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო პაემანი“ - თიკა ფაცაცია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს