ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახლავს თან, შეიძლება იყოს სებორეული დერმატიტი ანუ სებორეა. ეს არის კანის გავრცელებული დაავადება, რომელიც წააგავს ფსორიაზს, ეგზემას და ალერგიულ რეაქციას. ის შეიძლება გაჩნდეს როგორც ტანზე, ასევე თავზე.
ამ დროს უმეტესად ზიანდება კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი ნაწილები, მათ შორის სკალპი (თავის ქალის კანი), სახე და გულმკერდი.
აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:
„ყველაზე ხშირი დაავადებები, რომლებიც გვხვდება სკალპზე და აქვე აღვნიშნოთ, რომ რასაც ჩამოვთვლი არ არის გადამდები!
საუბარია ქრონიკულ დაავადებებზე და ეს ჩამონათვალია👇

თუ სკალპის პრობლემები ქრონიკულად გრძელდება, აი, ამ შვიდი დაავადებიდან შესაძლოა, რომელიმე ჰქონდეს ადამიანს.
ეს არის სკალპის ფსორიაზი👇

შეიძლება ადამიანს წლების განმავლობაში ჰქონდეს მხოლოდ სკაპლზე, ინდივიდუალურია. შეიძლება ჰქონდეს სკალპზე, ყურის ნიჟარაში, სხვადასხვა ადგილას. ეს ავტოიმუნური, არაგადამდები, ქრონიკული დაავადება, გენეტიკური ხასიათის. პაციენტი ამბობს, მაქს შეძენილი, მაგრამ ეს არის მემკვიდრული. უბრალოდ შეიძლება ადამიანს გამოუვლინდეს ცხოვრების 50 წლის შემდეგ, პირობითად. შეიძლება არც გამოუვლინდეს.
შემდეგი დაავადება არის სებორიული დერმატიტი, რაც ხშირად ჰგავს ფსორიაზს👇

გარკვეულ წილად, სებორიული დერმატიტი და ფსორიაზი კომორბიდულ დაავადებად ითვლება, ანუ ზოგჯერ პაციენტს ორივე სჭირს ერთად. შესაძლოა ჯერ სებორიული დერმატიტი ჰქონდეს პაციენტს და წლების შემდეგ განუვითარდეს ფსორიაზიც.
თვითონ სებორია ნიშნავს ცხიმიანობას, ანუ მოჭარბებული ცხიმიანობა“, - ამბობს ზაზა თელია.
ვრცლად იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დამიანე კვარაცხელია მამასთან ერთად ნაძვის ხესთან პოზირებს - ნიცა თავაძე ქმარ-შვილის ფოტოს გვიზიარებს