
ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი ერთ-ერთ გადაცემაში ზამთარში შესანახ კონსერვებზე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
მისი თქმით, მარწყვის კომპოტი ისეთივე საშიშია, როგორც ბადრიჯნის კონსერვი.
„კონსერვების, ზამთრისთვის მარაგების შევსების სეზონი მოვიდა. ბოტულიზმი და სალმონელოზი საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს ანუ მოწამვლებს მიეკუთვნება.
ბოტულიზმი ტოქსიკოზია, სალმონელოზი ტოქსიკოინფექცია. მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, რომ ტოქსიკოზები გაცილებით უფრო მძიმე პათოლოგიას წარმოადგენს. ტოქსიკოზი არის ის კვებითი ინტოქსიკაცია, რომელიც შხამითაა გამოწვეული და არა ბაქტერიით. ორგანიზმში შედის ბაქტერია ისეთი სახით, რომ მას უკვე ბოტულინის შხამი, ეგზოტოქსინი აქვს გამოყოფილი და ის იწვევს მოწამვლას. ეს ერთ-ერთი უძლიერესი შხამია და მისი ლეტალობა ძალიან მაღალია. მკურნალობა არ არსებობს. მხოლოდ არის შრატი და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ექიმი მაშინვე მიხვდება, რომ საქმე ბოტულიზმთან გვაქვს და პაციენტს მაშინვე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რას ვეძახით პროდუქტების ძალიან კარგად გარეცხვას. მეორეც, რატომ ვიგდებთ თავს ასეთ საფრთხეში? იყო შემთხვევა, მწვანე ლობიოთი სკოლის დირექტორი, თავისი მასწავლებლებით მოიწამლა და გარდაიცვალა.
მარწყვის კომპოტი ისეთივე საშიშია, როგორც ბადრიჯნის კონსერვი, რადგან ის ნიადაგთან კავშირშია. ვაშლის ნაკლებად საშიშია. მაგრამ, რატომ უნდა გავაკეთოთ? ვაშლი ზამთარშიც ხომ არის?
სეზონური კვება საუკეთესოა. იქ არის ყველა ის ნუტრიენტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. კომპოტებში ვიტამინები აღარ არის. თავს ნუ მოვიტყუებთ. კომპოტები, ძირითადად, ნახშირწყლებია.
მწნილების სტერილიზაცია არ შეიძლება. ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ სპორა ასეთ ქილაში მოხვდეს, შემდეგ ვეგეტატიურ ფორმაში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროსაც კი ქილის შიგთავსი ფორმას, გემოს, სუნს არანაირად არ იცვლის. შევთანხმდეთ, რომ ბოტულიზმი ძალიან საშიშია. თუ ვერ მივუსწარით და ვერ მივხვდით, რომ ბოტულიზმია, ინფექციურ კლინიკაში სპეციფიკური მკურნალობა თუ არ დავიწყეთ, პაციენტი დაიღუპება“, - - ამბობს მარინა გიორგობიანი.
სიმპტომები
ინკუბაციური პერიოდი 24 საათიც ყოფილა. დაიწყება ისეთი პროცესები, რომლებიც აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს. ეს ზემოდან ქვემოთ წამოსული დამბლებია. ნერვულ დაბოლოებებსა და შემდგომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას მთლიანად თიშავს. პირველი, რაც უნდა შეამჩნიოთ, ზედა ქუთუთოს დაშვებაა. შემდეგ, შესაძლოა, პაციენტს ერთი გუგა გაფართოებული ჰქონდეს, მეორე შევიწროებული. ან ორივე გაფართოებული იყოს. შეიძლება, ადამიანს გაორებული მხედველობა ჰქონდეს. შემდეგ ხმის ჩახლეჩა იწყება. პაციენტს ყლაპვა უძნელდება, სუნთქვა ჩერდება, გულიც ჩერდება და ავადმყოფი იღუპება.
კუჭის ამორეცხვა არ შეიძლება. ერთადერთი, რითაც შეიძლება, ადამიანი გადავარჩინოთ, არის ის, რომ სასწრაფოდ ინფექციურ კლინიკაში გადავიყვანოთ.
სიმპტომები, 2, 4, 6 საათის და როგორც აღვნიშნე, 24 საათის შემდეგაც კი გამოვლენილა. თუმცა, უფრო ხშირად, სიმპტომები პროდუქტის მიღებიდან 2-3 საათში იწყება. ძალიან ძლიერი შხამია, საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა, 27% მაინც დაიღუპოს“, - ამბობს მარინა გიორგობიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ულამაზესი და უთბილესი“ - ევა ბარბაქაძე ახალ კადრებს აქვეყნებს