ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე საუბრობს:
„გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS): როცა სტრესი და საკვები მონელების მტრები ხდებიან
იცოდი რომ გაღიზიანებულ ნაწლავის სინდრომს ხშირად „ნერვულ კოლიტსაც“ ეძახიან, არის საკმაოდ გავრცელებული ფუნქციური დაავადება, რომელიც მსხვილ ნაწლავს აზიანებს.
მთავარი განსხვავება: ნაწლავი გარეგნულად ჯანმრთელია, ანთება არ აქვს, მაგრამ არასწორად მუშაობს.
ეს არ არის ისეთი დაავადება, როგორიც კრონის დაავადებაა - აქ პრობლემა ფუნქციაშია და არა დაზიანებაში.ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა, რომლებიც არღვევენ კავშირს ტვინსა და ნაწლავს შორის (ე.წ. „ტვინ–ნაწლავის ღერძი“), მსხვილი ნაწლავი ძალიან მგრძნობიარე ხდება.
ნერვული დაბოლოებები ძლიერ რეაგირებენ იმაზე, რაც ჩვეულებრივ დისკომფორტს არ უნდა იწვევდეს.
რაც სხვებისთვის უბრალოდ სიმძიმის შეგრძნებაა, თქვენთვის შეიძლება ტკივილი იყოს.
ნაწლავის კუნთები არათანაბრად მუშაობენ: ძალიან სწრაფად → იწვევს დიარეას. ძალიან ნელა → იწვევს შეკრულობას... „ცუდი“ და „კარგი“ ბაქტერიების არასწორი თანაფარდობა იწვევს გაზებს, შებერილობას და მსუბუქ გაღიზიანებას. სტრესი თავად არ იწვევს IBS-ს, მაგრამ მნიშვნელოვნად აძლიერებს სიმპტომებს.
ნაწლავი ძალიან მგრძნობიარე ხდება სტრესის ჰორმონების მიმართ — თითქოს „მეორე ტვინი“ იყოს
ზოგი საკვები ხშირად აუარესებს მდგომარეობას, განსაკუთრებით: ხორბალი, ზოგი რძის პროდუქტი, ხილი და ხელოვნური ტკბილეული..
IBS ქრონიკული მდგომარეობაა, მაგრამ კარგად კონტროლირებადია.
სწორი კვებით, სტრესის მართვით და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტებით შესაძლებელია სიმპტომების შემცირება.
მნიშვნელოვანი სამედიცინო გაფრთხილება: ეს ინფორმაცია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისაც შვილი არ გყავთ, დაოჯახება გინდათ, ბარაქისთვის...“ - გოგა მანია მარტივ რიტუალებს გვიზიარებს