Digest Logo

„ფაქტი, რომ „ჯანსაღია“, არ ნიშნავს რომ მისი მიღება ყველა მდგომარეობაში სასარგებლოა“ - რატომ არ უნდა ვჭამოთ ხილი უზმოზე

1764234670
მამუკა რაშოიანი

ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცარიელ კუჭზე ხილის მირთმევამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოიტანოს დისკომფორტი და დააზიანოს კუჭ-ნაწლავის სისტემა.

მისი თქმით, ხილი კვებიდან 1–2 საათის შემდეგ, როგორც მსუბუქი შუალედური წასახემსებელი უნდა მივირთვათ:

„ხილი ცნობილია როგორც ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყარო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხილი „ჯანსაღია“, არ ნიშნავს რომ მისი მიღება ყველა მდგომარეობაში სასარგებლოა.

ცარიელ კუჭზე ხილის მირთმევამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოიტანოს დისკომფორტი და დააზიანოს კუჭ-ნაწლავის სისტემა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უკვე აქვს პრობლემები კუჭის მჟავიანობასთან ან საჭმლის მონელებასთან.

შესაძლო უარყოფითი ეფექტები ცარიელ კუჭზე ხილის ჭამის დროს:

1. მჟავიანობის გაზრდა და გულძმარვა

– ხილი (განსაკუთრებით ციტრუსი, ანანასი, კივი) შეიცავს მჟავე კომპონენტებს
– ცარიელ კუჭზე ისინი აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს
– შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა, წვის შეგრძნება, ან რეფლუქსის გაძლიერება

2. გასტრიტის გამწვავება

– ქრონიკული გასტრიტის ან კუჭის ლორწოვანის გაღიზიანების შემთხვევაში ხილის მჟავები და შაქრები აუარესებენ მდგომარეობას
– განსაკუთრებით რისკის ჯგუფში არიან ადამიანები, ვინც ხშირად ტკივილს გრძნობს უზმოზე ან დაღეჭვის გარეშე სწრაფად მიირთმევს

3. მეტეორიზმი (შებერილობა) და აირების დაგროვება

– ზოგი ხილი, მაგალითად ვაშლი, მსხალი, ყურძენი, იწვევს დუღილს ნაწლავებში
– როცა კუჭი ცარიელია, ეს პროცესი იწყება უფრო სწრაფად და იწვევს შებერილობას, ღაბღაბს, მუცლის ხმაურს

4. ფრუქტოზის სწრაფი შთანთქმა და შაქრის მერყეობა

– ცარიელ კუჭზე, სისხლში შაქრის დონე დაბალია
– ხილის ფრუქტოზა სწრაფად შეიწოვება და იწვევს მოულოდენ შაქრის აწევას, რასაც ხშირად მოჰყვება ენერგიის სწრაფი ვარდნაც
– ეს ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია დიაბეტის ან ინსულინის რეზისტენტობის მქონე პირებში

5. შიმშილის მომატება და ნაკლები გაძღომა

– ხილი ხშირად არ შეიცავს საკმარის პროტეინსა და ცხიმს, ამიტომ მხოლოდ ხილით დილით ვერც დანაყრდებით და მალე ისევ მოგინდებათ ჭამა
– შესაძლოა გამოიწვიოს ზედმეტი კვება დღის განმავლობაში.

როდის ჯობია ხილის ჭამა?

კვებიდან 1–2 საათის შემდეგ, როგორც მსუბუქი შუალედური წასახემსებელი (სნეკი).

დილით, ოღონდ სხვა საკვებთან კომბინაციაში – მაგალითად, იოგურტთან, შვრიის ფაფასთან, თხილეულთან.

დასკვნა:

ცარიელ კუჭზე ხილი ყველასთვის არ არის პრობლემური, მაგრამ თუ გაქვს:

– კუჭის წვა
– გაზები ან მეტეორიზმი
– გასტრიტი
– სისხლში შაქრის ცვალებადობა - მაშინ ჯობს ხილი მიირთვა კვების შემდეგ ან როგორც დამატება, და არა ცალკე უზმოზე“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარტივი ხალხური რიტუალი, რომელიც სახლში ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოიზიდავს

თვის რომელ დღესა და რიცხვშია კარგი დიეტის დაცვა და მკურნალობის კურსის დაწყება - ცხრილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

„ჩვენი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღე: ითხოვეთ რაც გსურთ! შეიძინეთ რამე 27 ცალი“ - რას გვირჩევს ფენ-შუის სპეციალისტი