ექიმი კოტე თოდუა ფრჩხილის სოკოს პრობლემაზე „იუთუბის“ არხზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში საუბრობს და განმარტავს, რომ ყოველ მეხუთე ადამიანს სოკო აქვს, რომლის მკურნალობაც ხშირად რთულია, რადგან იგი ღრმად - კერატინში ცხოვრობს.
მისი თქმით, სოკო ადამიანიდან ადამიანზე საერთო ნივთების გამოყენებით გადადის და განვითარებისთვის საჭიროა მიკროტრავმის არსებობა, ხოლო ჯანმრთელ ფრჩხილს დაავადება უცებ არ ედება.
კერატინი ფრჩხილის მთავარი ცილაა, რომლითაც სოკო „იკვებება“, რის შედეგადაც ფრჩხილი უხეშდება და ესთეტიკურად უსიამოვნო იერს იღებს.
როგორ განკურნოთ სოკო სამუდამოდ?? ნახეთ, ვიდეო:
„ყოველ მე-5 ადამიანს აქვს სოკო. ძნელი მოსარჩენია რადგან ის ღრმად, კერატინში ცხოვრობს.
ყველაზე უსაფრთხო მკურნალობა რომელია სახლის პირობებში?
ჯერ ვთქვათ, რომ სოკო საერთო ნივთების გაზიარებით ადამიანზე ადამიანს გადაეცემა. ის ნელ-ნელა გადადის და მთავარია, მიკროტრავმა არსებობდეს. ჯანმრთელ ფრჩხილს უცებ არ ემართება.
კერატინი ფრჩხილის მთავარი ცილაა, რომელსაც ჭამს სოკო. და რაც მეტად ჭამს სოკო ფრჩხილს, ის მეტად გამოყოფს კერატინს და ამ დროს უხეშდება და უშნოდ გამოიყურება,
სოკოს მთავარი რეზერვიარი ფეხსაცმელია.
არ არსებობს მაღალი ეფექტურობის წამალი, რომელიც მას ეგრევე აალაგებს.
არსებობს ასეთი წამალი - ტერბინაფინი, 250 მგ-იანი. გამოიყენება, დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა - მთავარია მიიღოთ ერთხელ. ეფექტურობა აქვს 80%-ი, უნდა იქნეს გამოყენებული 6-დან 12 კვირის განმავლობაში.
ეს წამალი ინიშნება ექიმის მიერ და საყურადღებოა გვერდითი მოვლენები. არც ერთი წამალი არასდროს არ მიიღოთ თვითნებურად, რადგან ეს არის საგანმანათლებლო ვიდეო მხოლოდ“, - ამბობს კოტე თოდუა ვიდეოში.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ: