Digest Logo

🎥 ნუნუ ქემაშვილი: „სტრესი ორგანიზმში ბლოკებს ქმნის, რაც შესაძლოა დაავადებების მიზეზი გახდეს“

1790932226
ნუნუ ქემაშვილი

იცოდით, რომ თქვენი სხეული შეიძლება იმას გიყვებოდეთ, რასაც თქვენ საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებთ! შეიძლება თუ არა წლების განმავლობაში დაგროვილმა სტრესმა, შფოთვამ, შიშმა და ჩახშობილმა ემოციებმა რეალურ ფიზიკურ სიმპტომებში იჩინოს თავი?

რატომ გვტკივა, გვიჭირს სუნთქვა, გვერევა კუჭის მოქმედება ან გვერღვევა ძილი მაშინ, როდესაც ზოგჯერ კვლევები სერიოზულ ორგანულ მიზეზს ვერ აჩვენებს? არის თუ არა ზოგიერთი დაავადების უკან მხოლოდ დაზიანებული ორგანო, თუ ზოგჯერ მიზეზის ძებნა ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაშიც უნდა დავიწყოთ?

აღნიშნულ საკითხებზე აღდგენითი თერაპიის ცენტრის (Harmonia Clinic) სპეციალისტებმა ნუნუ ქემაშვილმა და ლიზი კუჭავამ „იუთუბის“ პოდკასტში „ჰარმონია - გზა შემეცნებისკენ“ ისაუბრეს:

„ადამიანი არა მარტო სხეულისგან შედგება, არამედ ფსიქოემოციური განწყობებისგან. ამიტომ დაავადებათა განვითარების მიზეზები ამ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ, რადგან ზუსტად დაისვას დიაგნოზი, როგორ უნდა ადამიანს მკურნალობა.

ჩვენ ვიბადებით და გენეტიკურად წინაპრებიდან გვეძლევა ინფორმაცია, ხასიათისა და თვისებების. მეორე მომენტი ის არის, რომ ცხოვრებაში სხვა თვისებებსაც ვიძენთ. ჯანმრთელობა არის და დგება მაშინ, როცა ადამიანი თავის ფსიქოემოციურ განწყობაში ჰარმონიულად არის. დავიწყებულია ჩვენ კულტურაში ეს წონასწორობა.

ეს ყველაფერი იწერება ჩვენ ინფორმაციულ ველში. სამომავლოდ რა მოხდება, განწყობების მიხედვით ამ ინფორმაციის მიღებაც შეგვიძლია. ნაადრევად როცა გვეცოდინება, თავიდან ავიცილებთ გარკვეულ დაავადებებს. გარდა იმ სისტემებისა, როგორიცაა, ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, არსებობს ენერგეტიკული სისტემა და ამ სისტემაში არის 12 მნიშვნელოვანი წერტილი, რომლის მიხედვითაც მაქსიმალური სიზუსტით შეგვიძლია გავიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამ კანონების ცოდნა აუცილებლად არის საჭირო, რათა ადამიანი გახდეს ჯანმრთელი.

ფსიქოემოციური განწყობა, ეს არის ხიდი ფიზიკურ სხეულსა და ინტელექტუალურ აზროვნებას შორის. ასე რომ წონასწორობას აკეთებს ფსიქოემოცია. როდესაც ადამიანის სხეულში შემოდის სტრესი და თუ კი ის ძალიან ძლიერია, ადამიანის სხეული ვეღარ უძლებს მას და ბლოკავს. ეს ბლოკი შესაძლოა ადამიანმა თავადაც შექმნას. როცა ასეთი სტრესი ორგანიზმში აღწევს, შესაძლოა გამოიწვიოს ორგანოების დაზიანება კონკრეტულად კი ეპიგასტრიულის ქვემოთ მდებარე ორგანოებს ეხება. შემდეგ ამ ორგანოების ფუნქციები ქვეითდება. იწვევს გარკვეულ დაავადებებს რა თქმა უნდა. ამ ორგანოებში შედის: თირკმელები, საშარდე გზები, გინეკოლოგია, უროლოგია.

მაგალითად თუ კაცებში არის ერექციული დისფუნქციის დარღვევის პრობლემა, ეს პრობლემა განპირობებულია იმ ბლოკებით, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს უქმნის. ნეგატიური ენერგიის გავლენით არის განპირობებული. ასე რომ ურთიერთკავშირები ექვემდებარება სხვადასხვა კანონებს“, - აღნიშნა ნუნუ ქემაშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ დღეს, 2 ოქტომბერს უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

⭕ „ეგოისტურია ეს თუ არა, როგორც გინდათ, ისე უწოდეთ...“ - ჯენიფერ ენისტონმა განმარტა, თუ რატომ არ ისურვა არასოდეს ბავშვის აყვანა

⭕ ნიკა ეგაძემ, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა თრიალეთის თასზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

✕