
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 72 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „გააკეთე ეს და შენი სახე 10 წლით ახალგაზრდა გახდება - სახის მოვლა მეცნიერულად“ და აღნიშნული თემის შესახებ რჩევებს გვიზიარებს:
„80 პროცენტი კანის დაბერების ხდება მზის გამო. მაშინაც კი თუ სახლში ზიხარ და შიგნით მზის სხივები არ შემოდის. სხივები დროთა განმავლობაში აზიანებენ სახის კანს, უჯრედებს და ხდება დაბერება. ასევე მეორე ფაქტორი არის ასაკი. ასაკთან ერთად ცხიმი, რომელიც არის კანქვეშ თხელდება და კანი უფრო ჩავარდნილი ჩანს. კოლაგენი, ელასტინი და ჰიალურონის მჟავა არის კანის სტრუქტურისთვის და ისინი მცირდება. კუნთები მუდმივად მოძრაობს და ჩნდება ნაოჭები. პირველად დაახლოებით 35 წლიდან შუბლის ნაოჭები, შემდეგ კი თვალის გარშემო. 35 წლის ასაკისთვის ადამიანს უკვე 25 პროცენტი კოლაგენი აქვს დაკარგული. წელიწადში დაახლოებით ერთ პროცენტ კოლაგენს კარგავს. 45 წლისთვის უკვე კანის ჩამოკიდება იწყება, რადგან გრავიტაციაც ქვემოთ მოექაჩება.
პირველი, რაც ადამიანმა გაღვიძებიდან უნდა გააკეთოს, ეს არის კანის გაწმენდა. კანის გამწმენდები იყიდება და PH-უნდა ჰქონდეს დაბალანსებული, რადგან უჯრედების ნარჩენები, ცხიმი და მტვერი მოაშოროს. ნელ თბილი წყლით უნდა მოხდეს მისი ჩამობანა. არც ძალიან ცხელი არც თბილი. ასევე უნდა დაიმასაჟო სხეული, 30 წამში ჩამოიბანო.
მეორე ნაბიჯია კანის დაცვა - ყველაზე კარგია C-ვიტამინის შრატი. 10 ან 20 პროცენტიანი. ნორმალური ბრენდის უნდა იყოს. ის არის არასტაბილური და ადვილად იშლება ჟანგბადზე, ამიტომ დახურულ და მუქ კონტეინერში უნდა იყოს. რეკომენდებულია 3-დან 5 - წვეთამდე. სასურველია იყოს კომბინირებულ ვიტამინ E-სთან. ყველაზე ეფექტურია. უნდა გაიჩერო 1 წუთი და შემდეგ წაისვა მზისგან დამცავი.
მზისგან დამცავი საჭიროა ყოველ დღე. მაშინაც კი როცა ფანჯარასთან მუშაობ და არა გარეთ. ასევე როცა ღრუბელია და მაშინაც როცა თვითმფრინავით მგზავრობ. SPF-50 არის ყველაზე კარგი, უნდა იყოს თუთიის დიოქსიდზე დამზადებული. ასევე არის ეფექტური და უსაფრთხო. არ უნდა წაისვა ნაკლები და არასდროს არის ზედმეტი“, - გვირჩევს კოტე თოდუა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქამდე დაფარულ სიმართლე დღის სინათლეზე გამოვა...“ - ოქტომბრის ასტროპროგნოზი რამაზ გიგაურისგან
⭕ „ბედნიერებას ყველა ისე აღვიქვამთ, როგორი წარმოსახვის უნარიც გვაქვს...“ - რას წერს გივიკო დიდია