
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ახალ hMPV ვირუსზე წერს.
იგი დეტალურად საუბრობს - ვირუსის გავრცელებაზე, სიმპტომებზე და საზოგადოებას ყველა საჭირო ინფორმაციას უზიარებს, რაც აღნიშნული ვირუსის შესახებ უნდა იცოდეს.
„რა არის HMPV?
ადამიანის მეტაპნევმოვირუსი (HMPV) არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გრიპის ან გაციების მსგავს სიმპტომებს. ვირუსი გავრცელებას იწყებს ძირითადად ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში.
როგორ ვრცელდება HMPV?
HMPV ორგანიზმში შედის:
• ცხვირით
• პირით
• თვალებით
გავრცელების ძირითადი გზები:
• დაინფიცირებული ადამიანის წვეთების ინჰალაცია
• დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხება
სიმპტომები
სიმპტომები ჩნდება ინფიცირებიდან 3-6 დღის შემდეგ და მოიცავს:
• ხველა
• სიცხე
• ცხვირის გაჭედვა
• სისუსტე
• სუნთქვის გაძნელება
• ყელის ტკივილი
მკურნალობა
HMPV-სთვის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა არ არსებობს.
მკურნალობა ორიენტირებულია სიმპტომების მართვაზე, მაგალითად:
• სიცხის დამწევი პრეპარატები
• ჰიდრატაციის უზრუნველყოფა
• დასვენება
მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია და დამხმარე თერაპია, როგორიცაა ჟანგბადის მიწოდება.
გადამდებია თუ სასიკვდილო?
HMPV ადვილად ვრცელდება, მაგრამ სასიკვდილო არ არის.
უმეტეს ადამიანს აქვს მსუბუქი სიმპტომები და გამოჯანმრთელდება 7-10 დღის განმავლობაში.
თუმცა, ჩვილებში, ხანდაზმულებსა და იმუნოდეფიციტიან პირებში შესაძლებელია სერიოზული რესპირატორული გართულებების განვითარება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: