Digest Logo

„შეიყვანა პირველ სართულზე, ლიფტის შახტში ჩააგდო და ბენზინით მოუკიდა ცეცხლი“ - 26 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე, მოკლულის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

1737735477
პოლიცია

26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს მოკლულის ოჯახი. ის 26 წლის ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის. დეიდის ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისში ცხოვრობდა. მას გაუჩინარების შემდეგ, 10 დღეზე მეტი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ.

„12-ში საღამოს დაიკარგა 7 საათზე და ყველგან ვეძებდით. გუშინ წინ იპოვა პოლიციამ დამწვარი ცხედარი. მისი მეგობარია მკვლელი, მიტოვებული კორპუსის მე-7 სართულზე აიყვანა, მშენებარე კორპუსში, შემდეგ ხის ფიცრით სცემა და გადმოაგდო მე-7 სართულიდან. შეიყვანა პირველ სართულზე, ლიფტის შახტში ჩააგდო და ბენზინით მოუკიდა ცეცხლი,“ - აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ერთგული რუსკა... ვწუხვარ რომ ვერ გაგიხანგრძლივეთ სიცოცხლე...“ – ლევან ქარაზანიშვილი რუსუდან ვასაძის გარდაცვალებაზე

⭕„საოცარი წყვილი ხართ“ - რუსკა ქარქაშაძე დუბაიდან კადრებს აქვეყნებს

⭕ლევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად არ მუშაობს, ქვეყნის წარმატება არ უხარიათ, მავნებლობით არიან დაკავებული

წყარო: rustavi2.ge