Digest Logo

🎥 გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - ალერგოლოგის რეკომენდაციები

1773126515
ნინო ლომიძე

გაზაფხულის სეზონური ალერგიები, სიმპტომები და ბრძოლის გზები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ალერგოლოგ იმუნოლოგმა და მედიცინის დოქტორმა ნინო ლომიძემ ისაუბრა.

მედიკოსმა ყველაზე ალერგიულ მცენარედ კვიპაროსი დაასახელა:

„სწორედ ამ პერიოდში ალერგოლოგიური პრობლემები იჩენს აღნიშნულ პერიოდში თავს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზაფხული დადგა რამდენიმე დღის წინ, თუმცა ხე-მცენარეების ყვავილობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ადრე მოყვავილე ხე-მცენარეებს განეკუთვნება თხილი, მურყანი, კვიპაროსი, ნეკერჩხალი და ალვის ხე. ყველა თანაბარი ალერგიულობით არ გამოირჩევა.

ალერგოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს კვიპაროსს. დანარჩენი მცენარეებიც, თუმცა ყველაზე მეტად აღნიშნული. კვიპაროსის ყვავილობა თებერვლის დასაწყისში იწყება. უნდა აღინიშნოს, რომ იგი ბუნებრივად ჩვენთან ხშირად არ გვხვდება, ანუ გავრცელებული ჯიში არ არის, მაგრამ ლანდშაფტის გამწვანებაში ძალიან ხშირად გამოიყენებენ. მისი მტვერი ვრცელდება ქარით. სულ რომ ადამიანის ეზოში არ იყოს დარგული კვიპაროსი, მისი მტვერი კილომეტრების დაშორებიდან მოაქვს ქარს. სრულ კონცენტრაციას როდესაც მოახდენს ჰაერში, იწყება სიმპტომებიც. სწორედ ამ პრობლემით მოგვმართავენ პაციენტები მიმდინარე პერიოდში.

ბავშვთა პოპულაციაში ყველაზე ალერგიული პროდუქტები არის, რძის ნაწარმი, ხორბალი, სოიო, არაქისი და სეზამი. ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ადრეულ ასაკში ალერგია დადგენილი, ასაკთან ერთად გადალახავს. ჰქონდა რძის, კვერცხის ალერგია და ნელ-ნელა გადალახავს. ეს არის მცენარეების კონტექსტშიც. ზოგჯერ სეზონური ალერგია ძალიან მძაფრად არის გამოხატული, სწორედ ამიტომ მშობლები შვილებს ექსკურსიებზეც ვერ უშვებენ.

ზოგჯერ წამალიც არ შველის. თუმცა კარგი იქნება მედიკამენტური მკურნალობით ვმართოთ. კონკრეტულ პაციენტზე ინდივიდუალური მკურნალობოთ. მეორე არის შეგუება. ამისთვის 100 წელზე მეტია გამოიყენება სპეციფიკური იმუნოთერაპიის კურსი. როდესაც მაგალითად, კვიპაროსის ალერგენი, ენის ქვეშ ჩასაწვეთებელი სუბლინგური წვეთები. ასევე თვეში ერთხელ გასაკეთებელი ინიექციაც არსებობს“, - აღნიშნა ნინო ლომიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაზაფხული სამეგრელოში...“ - ნოქალაქევი გიორგი ნიკოლავას ობიექტივში

⭕„მალე, ნავთობის ფასიც ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე

⭕ „არაფერი მაქვს გულში, გარდა ჯვარცმული ღმერთისა” - თეოდორე გიგნაძე