ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„როგორ ზრუნავს,
ნელ—ნელა როგორ გვზრდის...
როგორ განგვაღმრთობს,
როგორ ქმნის ჩვენგან ახალ ადამიანს, ახალ არსებას...
როგორ ისწრაფვის ღმერთი, რომ ჩემი, ეს უბადრუკი ბუნება,
დაცემული, გაპირუტყვებული სხეული თავის ტაძრად აქციოს...
როგორ ცდილობს, რომ ჩემი სიცოცხლე, მისი სიცოცხლის მსგავსი გახდეს,
იდენტური გახდეს, რომ მეც ვთქვა პავლე მოციქულთან ერთად - „მე კი არ ვცოცხლობ, ჩემში ქრისტე ცოცხლობს”...
როგორ უნდა, რომ ჩემს გულში ერთადერთი ღირებულება იყოს
და პავლე მოციქულივით ვთქვა მეც - „არაფერი მაქვს გულში, გარდა ჯვარცმული ღმერთისა” ...
ყველაფერს აკეთებს ღმერთი ამისთვის“, - წერია დეკანოზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ქადაგებაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა უნდა ვუთხრათ ბავშვებს იმისთვის, რომ ემოციურად სტაბილური დღე ჰქონდეთ?