Digest Logo

„მალე, ნავთობის ფასიც ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს!...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე

1773123059
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აღნიშნულში ამერიკის როლს აღწერს:

„აშშ-ის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ,,ენტონი ბლინკენის“ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა!

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი ბარაკ ობამაზე ზეწოლას ახდენდა, რათა ირანი დაებომბა. ისრაელი ამბობდა, რომ ამას ან ობამასთან ერთად ან მის გარეშე გააკეთებდა.

„Daily News” თან სკანდალურ ინტერვიუში მისი სიტყვებია: მათ დონალდ ტრამპის ეპშტეინის ჩანაწერები აქვთ. თქვა ბლინკენმა. (ვიდეო კომენტარებში).

როგორც იცით, გასულ დღეებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ზუსტად 47.000 ფაილი წაშალა, ხოლო მიზეზი უცნობია, ამ განცხადების შემდეგ კი შტატების ონლაინ სივრცეში სოციუმის ფართო ნაწილის აზრით ყველაფერს ნათელი ეფინება. ტრამპი იერიშზე გადავიდა, ფაილები წარსულს მიეცა.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს ომი - ფაილში გაიცვალა.

განცხადებას მალევე მოჰყვა ხელახალი ტალღა პრესის ფურცლებზე, სადაც ამერიკის ამჟამინდელი ომის მინისტრი საუბრობს ებრაულ-ამერიკულ ინტერესებზე, როგორც სამხედრო, ასევე კულტურული თვალსაზრისით და საუბარი შედგა სიონიზმის კრებაზე, განხილვის საგანი, არც მეტი არც ნაკლები, სოლომონის ტაძარი იყო.

სკანდალურ მტკიცებულებებს დაემატა ებრაელი ჯარისკაცების სამხედრო უნიფორმა, სადაც სოლომონის მე-3 ტაძარია გამოსახული.

მოკლედ, ომი იქით იყოს და ყველას თავის ინტერესი აქვს.

ამასობაში ისრაელი განაგრძობს ირანის ქალაქების მასირებულ დაბომბვას, ირანი კი თავის მხრივ კასეტური ულტრამოდერნიზებული ბალისტიკური რაკეტებით ცდილობს ფონს გასვლას!

მალე, ნავთობის ფასიც ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არაფერი მაქვს გულში, გარდა ჯვარცმული ღმერთისა” - თეოდორე გიგნაძე

რა უნდა ვუთხრათ ბავშვებს იმისთვის, რომ ემოციურად სტაბილური დღე ჰქონდეთ?

„მშობლის სიტყვა შვილს მთელი ცხოვრება მიჰყვება, თქვენი სიტყვების სარჩული მუდმივად სიყვარული და მიმღებლობა უნდა იყოს“ - ფსიქოლოგი