ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გვიხსნის, ერთ-ერთ პოდკასტში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც გლანდების სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ყელის უბრალო ჩაწითლება არ ნიშნავს, რომ ეს ორგანო უნდა მოვიცილოთ.
„ბოლო 70-60 წლის განმავლობაში იყო მიჩნეული, რომ გლანდები პათოლოგიური და ცუდი ორგანოა.
ადამიანები ფიქრობენ, რომ ბავშვს თუ ყელი უწითლდება და ეს ჩაიწთლება რამდენჯერმე ხდება წელიწადში, ეს უნდა მოაშორონ. თუმცა გლანდები არის იმუნური სისტემის ორგანო.
ამიტომ, თუ ბავშვს არ აქვს ნამდვილი ჩირქოვანი ანგინა და ეს 5 და მეტი შემთხვევა არ არის წელიწადში, რის გამოც მას ანტიბიოტიკი სჭირდება, ამ დროს არ არის საჭირო ოპერაცია და ამ მნიშვნელოვანი ორგანოს მოცილება“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„TV Imedi ყოველთვის იყო, არის და იქნება“ - გოჩა და შორენა ჩერტკოევი
⭕„გააზრებულად, მთელი არსებით და ერთგულებით ვდგავართ ჩვენი „იმედის“ გვერდით! - ნანუკა გულუა