მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ წერს და იმ კრიტიკოსებს მიმართავს, ვინც გუნდის წევრებს აკრიტიკებს.
„ძვირფასებო“დამშვიდდით, რომ აბობოქრდებით ხოლმე და ჩვენს რყევას იწყებთ იმ იმედით, რომ „შეგვეშინდება“ თქვენი და გამოვიქცევით იმედიდან!
რა ვერ გაიგეთ — ჩვენ გააზრებულად, მთელი არსებით, სიყვარულითა და ერთგულებით ურყევად ვდგავართ ჩვენი „იმედის” გვერდით და ეს არასოდეს შეიცვლება! შეგვეჯიბრეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის სიყვარულში, შეგვეჯიბრეთ ჰუმანურობაში, სამართლიანობასა და სიკეთეში!!!“, - წერს ნანუკა გულუა.
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა და მათ არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია