
ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 69 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - ბაქტერია, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს და კუჭის კიბოს იწვევს - ჰელიკობაქტერია და საზოგადოებას აღნიშნული თემის შესახებ საჭირო რჩევებს უზიარებს.
ექიმი კოტე თოდუას თქმით, ჰელიკობაქტერია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მთელი ცხოვრება შეიძლება არსებობდეს ისე, რომ მის არსებობას ადამიანი ვერც კი იგრძნობს.
„ჰელიკობაქტერია იწვევს კუჭის წყლულს, 12-გოჯა ნაწლავის წყლულს, გასტრიტს და კუჭის სიმსივნეს. ეს არის იშვიათი ბაქტერია, რომელსაც ამდენი რამის გამოწვევა და ამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ის იმდენად ხშირი და ჩუმია, რომ უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები არ ახასიათებს, თუმცა მას შეუძლია სიმსივნის გამოწვევაც“, – ამბობს კოტე თოდუა.
სპეციალისტის განმარტებით, სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი დაავადების გამომწვევი ხდება ბაქტერია.
⭕ კუჭის წყლულის შემთხვევაში შესაძლებელია ყრუ და მუდმივი ტკივილი, ხშირი ამობოყინება, გულისრევის შეგრძნება და ჭამის შემდეგ მუცლის ტკივილი.
⭕ სიმსივნის განვითარებისას, საწყის ეტაპზე, სიმპტომები ხშირად საერთოდ არ აღინიშნება.
მისივე თქმით, ადამიანების დიდ ნაწილს ჰელიკობაქტერია ორგანიზმში აქვს, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილში ვითარდება სერიოზული დაავადებები.
⭕ ინფიცირება ძირითადად ბავშვობაში ხდება – განსაკუთრებით 10 წლამდე ასაკში, როდესაც ოჯახის წევრები საერთო საყოფაცხოვრებო ნივთებს, მათ შორის სასადილო ნივთებს იყენებენ.
„ეს გარემოება ზრდის კუჭის სიმსივნის განვითარების რისკს,“ – დასძენს თოდუა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: